ჭკადუაში
სოფელი | |
---|---|
ჭკადუაში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭკადუაში |
კოორდინატები | 42°36′26″ ჩ. გ. 41°59′58″ ა. გ. / 42.60722° ჩ. გ. 41.99944° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 340 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1470[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ჭკადუაში — სოფელი და კურორტი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 340 მეტრი, ზუგდიდიდან 18 კმ.
ჭკადუაშს ესაზღვრება დასავლეთით ზედა ეწერი და ჩხორია, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი და სამხრეთით კორცხელი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭკადუაში ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII საუკუნიდან. ერთ-ერთი ვერსიით, სოფლის სახელწოდება წარმოიშვა სიტყვა „ჭკადუ-სგან“, რაც მეგრულად ნიშნავს მჭედელს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადგილი ჭკადუ (მჭედელი) ხალხით ყოფილა დასახლებული და სოფელმა მიიღო სახელწოდება - ჭკადუაში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1470 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2021 | 932 | 1089 |
2014[1] | 1470 | 716 | 754 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 403.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|