17 აგვისტო
Jump to navigation
Jump to search
<< | აგვისტო | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 | |||||
2021 |
17 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 229-ე დღე (ნაკიან წლებში – 230-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 136 დღე.
დღის მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1903 : ჯოზეფ პულიცერმა პულიცერის პრემია დააწესა, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი - აშშ-ის მერვე საჰაერო ბრიგადა ჰკარგავს 60 ბომბდამშენს შვენფურტ-რეგენსბურგის მისიაში.
- 1945 : ინდონეზია ნიდერლანდებისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1960 : გაბონი საფრანგეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1962 : აღმოსავლეთ გერმანიის მესაზღვრეებმა დახვრიტეს 18 წლის პეტერ ფეხტერი, რომელიც ბერლინის კედელზე გადაძვრომას ცდილობდა დასავლეთ ბერლინში გადაქცევად, რითაც პირველი მსხვერპლი გახდა, რომელიც ბერლინის კედელს შეეწირა.
- 1969 : მეხუთე კატეგორიის ურაგანი კამილა მისისიპის სანაპიროს დაატყდა თავს, რის გამოც 248 ადამიანი დაიღუპა და $1,5 მილიარდის ზარალი გამოიწვია.
- 1970 : ვენერა 7-ის გაშვება მოხდა, რომელიც მოგვიანებით პირველი კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტიდან ინფორმაციის გადაცემა შეძლო.
- 1974 : ჰავანაში პირველი მოყვარულ მოკრივეთა ჩემპიონატი გაიმართა.
- 1979 : აეროფლოტის ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა უკრაინის საჰაერო სივრცეში, რის გამოც 156 ადამიანი დაიღუპა.
- 1988 : პაკისტანის პრეზიდენტი მუჰამად ზია-ულ-ჰაქი და აშშ-ის ელჩი არნოლდ რაფელი ავია კატასტროფაში დაიღუპნენ.
- 1998 : მონიკა ლევინსკის სკანდალი - აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი აღიარებს, რომ "შეუფერისი ფიზიკური ურთიერთობა" ჰქონდა თეთრი სახლის პრაქტიკანტ მონიკა ლევინსკისთან.
- 1998 : ეკონომიკური კრიზისის პიკზე რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დეფოლტი გამოაცხადა.
- 1999 : 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იზმირში, თურქეთი, რის გამოც 17.000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 44.000 მძიმედ დაშავდა.
- 2005 : ებრაელი ახალმოსახლეების პირველი იძულებითი ევაკუაცია განხორციელდა ოკუპირებული მიწებიდან ისრაელის ცალმხრივი გამოსვლის გეგმით.
- 2009 : აფეთქებამ საიან-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურზე ათობით ადამიანი იმსხვერპლა და აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია.
- 2016 : ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
- 2018 :
- იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
- ყოფილი მსახიობი მარიან შარეცი სლოვენიის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1601 : ფერმა, პიერ — ფრანგი მათემატიკოსი
- 1629 : იოანე III — პოლონეთის მეფე
- 1844 : მენელეკ II — ეთიოპიის იმპერატორი
- 1864 : ჰუსეინ, რაჰმი გურფინარი — თურქი მწერალი.
- 1875 : ალექსანდრე ჯავახიშვილი — ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი
- 1887 : კარლოს I — ავსტრიის იმპერატორი
- 1906: უჩა ჯაფარიძე — ქართველი ფერმწერი. (გ. 1988)
- 1932 : ვ. ს. ნაიპაული — ინდოელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1935 : ტაბაკოვი, ოლეგ — რუსი მსახიობი
- 1943 : დე ნირო, რობერტ — ამერიკელი მსახიობი
- 1960 : პენი, შონ — ამერიკელი მსახიობი
- 1977 : ანრი, ტიერი — ფრანგი ფეხბურთელი
- 1977 : გალასი, უილიამ — ფრანგი ფეხბურთელი
- 1977 : ტურუნენი, ტარია — ფინელი მომღერალი (Nightwish)
ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1106 : ჰაინრიხ IV — გერმანიის მეფე
- 1304 : გო-ფუკაკუსა — იაპონიის იმპერატორი
- 1657 : ბლეიქი, რობერტ — ინგლისელი ადმირალი
- 1786 : ფრედერიკ II — პრუსიის მეფე
- 1969 : შტერნი, ოტო — გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1991 : სონღულაშვილი, ლევან — ქართველი მხატვარი
დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე
- ღირსმოწამე ევდოკია (IV)
- წმინდა ელეფთერი
- კოზმა მოციქულთასწორი
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სხვა თვეები: