ნიკოლოზ კახიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კახიანი.

ნიკოლოზ საულის ძე კახიანი (დ. 11 ივლისი, 1883, სოფ. რიკოთი, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი — გ. 15 თებერვალი, 1928, თბილისი) — ქართველი ქირურგი, საქართველოში მეცნიერული და კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1896 წელს ბიძამ, გიორგი კახიანმა ყმაწვილი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარა, ხოლო 1902 წელს გადაიყვანა ვლადიკავკაზის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასში. მისი კლასელი იყო მომავალში ცნობილი რეჟისორი ევგენი ვახტანგოვი. ვლადიკავკაზსში ნიკოლოზი „ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების“ წევრი გახდა და ქართველ მოსწავლეებს ამეცადინებდა რუსულ ენასა და მათემატიკაში. აქვე ბიძის გავლენით გადაწყვიტა გამხდარიყო ექიმი და 1904 წელს გაემგზავრა ოდესაში, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

ნიკოლოზ კახიანმა 1910 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და ოთხი წელი იმუშავა იქვე ანატომიის კათედრაზე. ამ მოკლე ხანში იგი რამდენიმეჯერ მიავლინეს კაიროში ბალზამირების ეგვიპტური წესის შესასწავლად. ახალგაზრდა მეცნიერი ერთხანს მუშაობდა ეკატერინოსლავის უნივერსიტეტში ანატომიის კათედრის გამგედ, ხოლო 1919 წელს გადმოვიდა თბილისის ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის გამგედ, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიული პათოლოგიის კათედრასა და პროპედევტიკის კლინიკას. თუმცა კლინიკა იმ დროს მინიმალური ინვენტარიტაც არ იყო აღჭურვილი, კოლექტივმა ნ, კახიანის თაოსნობით სერიოზული მუშაობა გაშალა. მან თბილისში გააკეთა და შემდეგ საქართველოში დანერგა კუჭის რეზექცია წყლულოვანი დაავადების დროს, ტვინის დანამატის ამოკვეთის, თირკმლის და თირკმლისზედა ჯირკვლის რეზექციის, ტუბერკულიოზით დაზიანებული თირკმლის სისხლის ძარღვების გადაკვანძის, თავის ქალის ტრეპანაციის, გულის ჭრილობების გაკერვისა და სხვა ურთულესი ოპერაციები. ნ. კახიანის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო. იგი ნიადა ზრუნავდა ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნისა და სრულყოფისათვის.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერმა დიდი ენერგია შეალი ჩვენში სოფლად მკურნალობის დრომოჭმული მეთოდების ნაცვლად ახალი მეცნიერული მკურნალობის მეთოდების დანერგვას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 211, თბ., 1994