შინაარსზე გადასვლა

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ადმ. ცენტრი ლენტეხი
კოორდინატები 42°47′20″ ჩ. გ. 42°43′25″ ა. გ. / 42.78889° ჩ. გ. 42.72361° ა. გ. / 42.78889; 42.72361
მერი გიორგი გაზდელიანი     
ფართობი 1344 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 4386 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 3,26 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,91 %
რუსები 0,05 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 99,02 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://lentekhi.gov.ge/

ლენტეხის მუნიციპალიტეტიმუნიციპალიტეტი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს, როგორც ქვემო სვანეთის რაიონი. 1953 წელს ეწოდა ლენტეხის რაიონი,[3] 2006 წლიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის მონაკვეთი, შემოფარგლულია სვანეთის, ლეჩხუმისა და ეგრისის ქედებით. ტერიტორია — 1344 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 440 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ცხენისწყალი და მისი შენკადები: ხელედულა, ლასკადურა, ზესხო, ლეუშერი, ხოფური და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი (ცანის საბადო), მარმარილო და კვარციტები, მინერალური წყალი.

მოსახლეობის რიცხოვნობა — 4386 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 3,26 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 55 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 54 სოფელი.

აღწერის მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელიმოსახლეობა
198911 227
20028 992
20144 386
2021[4]4 000

ადმინისტრაციული ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • დაბა — 1: ლენტეხი;
  • თემი — 7: ჟახუნდრის, რცხმელურის, ჩიხარეშის, ჩოლურის, ცანის, ხელედის, ხოფურის.
პარტია 2021[5] 2025[6] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 13 21                                          
  ლელო 1 1  
  საქართველოსთვის 1 1  
  ნაციონალური მოძრაობა 1
  სახალხო პარტია 1
  ევროპული საქართველო 1
  მოქალაქეები 1
  სტრატეგია აღმაშენებელი 1
  თავისუფალი საქართველო 1
სულ 21 23  

წამყვანი დარგია მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. მუნიციპალიტეტში არის სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მუაში. მუნიციპალიტეტში არის ტურბაზა, ალპიური ბანაკი „აილამა“.

მუნიციპალიტეტში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 23 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებია ჟახუნდერის წმინდა გიორგის ეკლესია (X საუკუნე), ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია (თარგზელ, IX-X სს), თეკალის ღვთაების ეკლესია (X-XI სს), დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი ლენტეხში, ლექსურის კოშკები, ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია, ფაყის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია, სკალდის მთავარ ანგელოზთა ეკლესია.

  1. Ethnic composition of Georgia 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-20. ციტირების თარიღი: 2019-08-17
  2. georgia-religion2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-10. ციტირების თარიღი: 2021-05-09
  3. გაზ. „კომუნისტი“, №127 (9595), 31 მაისი, 1953
  4. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  5. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 65-66. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-14[მკვდარი ბმული]{
  6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად, მერად არჩეული პირები. ცესკო. ციტირების თარიღი: 2025-11-01[მკვდარი ბმული]