შინაარსზე გადასვლა

ატლანტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ატლანტა
ინგლ. Atlanta
დროშა გერბი

ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
შტატი ჯორჯია
საგრაფო ფულტონის საგრაფო
კოორდინატები 33°45′16″ ჩ. გ. 84°23′23″ დ. გ. / 33.75444° ჩ. გ. 84.38972° დ. გ. / 33.75444; -84.38972
ქალაქის მერი შირლი ფრანკლინი
დაარსდა 29 დეკემბერი, 1845
ადრეული სახელები ტერმინუსი (1837-1843)
მართასვილი (1843-1847)
ფართობი 347.996293 კმ²
ცენტრის სიმაღლე 225 მეტრი
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 498 715 (1 აპრილი, 2020)[1] [2]
სასაათო სარტყელი ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო, UTC-5 და UTC-4
სატელეფონო კოდი 404, 678 და 770
საფოსტო ინდექსი 30301, 30302, 30303, 30304, 30305, 30306, 30307, 30308, 30309, 30310, 30311, 30312, 30313, 30314, 30315, 30316, 30317, 30318, 30319, 30320, 30321, 30322, 30324, 30325, 30326, 30327, 30328, 30329, 30331, 30332, 30333, 30334, 30336, 30337, 30338, 30339, 30340, 30341, 30342, 30343, 30344, 30345, 30346, 30348, 30349, 30350, 30353, 30354, 30355, 30356, 30357, 30358, 30359, 30360, 30361, 30362, 30363, 30364, 30366, 30368, 30369, 30370, 30371, 30374, 30375, 30377, 30378, 30380, 30384, 30385, 30388, 30392, 30394, 30396, 30398, 31106, 31107, 31119, 31126, 31131, 31136, 31139, 31141, 31145, 31146, 31150, 31156, 31192, 31193 და 39901
ოფიციალური საიტი https://www.atlantaga.gov/
ატლანტა — აშშ
ატლანტა
ატლანტა — ჯორჯია
ატლანტა

ატლანტა (ინგლ. Atlanta) — ქალაქი აშშ-ში, ჯორჯიის შტატის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. ფულტონის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა (2010) — 420 003 კაცი (33-ე აშშ-ში), მეტროპოლიტი 5 268 860 კაცი, ფართობი 343 კმ².[3]

ატლანტა არის აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ტრანსპორტაციის ცენტრი, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო ტრანსპორტაციაში. ქალაქი განიხილება როგორც ბიზნეს ქალაქი.[4] ატლანტა არის კოკა-კოლასა და AT&T-ის სამშობლო ატლანტას მეტროპოლიტის ეკონომიკა შეადგენს 270 მილიარდ აშშ დოლარს. 1998 წლიდან მოყოლებული დღემდე ჯექსტონ-ატლანტას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი არის ყველაზე დაკავებული აეროპორტი მსოფლიოში. 2010 წლის მონაცემებით აეროპორტს წელიწადში გადაყავს 90 მილიონამდე ადამიანი და ახდენს 717,001 თვითმფრინავის აფრენა დაჯდომას.[5]

ატლანტა ასევე არის ბიოტექნოლოგიის სამშობლო, ქალაქი ცდილობს სახელი მოიხვეჭოს ისეთი მოვლენებით როგორიცაა "2009 წლის საერთაშორისო ბიო კონვენცია", რომელიც 2009 წელს ჩატარდა ატლანტაში სადაც მეცნიერებმა იმსჯელეს ბიოტექნოლოგიის გამოყენებაზე[6] დაძმობილებულია მსოფლიოს 19 ქალაქთან, მათ შორის თბილისთან.

1836 წელს ჯორჯიის შტატმა ჩეროკების საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაიწყო რკინიგზის გაყვანა ქალაქ ტენესიმდე და შენობების მშენებლობა. 1837 წელს დაარსდა დასახლება ტერმინუსი, რომელიც ჯერ სოფლად იქცა, შემდეგ კი რკინიგზის მშენებლობასთან ერთად გაფართოვდა და იქცა სარკინიგზო ქალაქად, სადაც რკინიგზის რამდნეიმე მიმართულება იყრიდა თავს. სახელი ატლანტა ეწოდა 1847 წლის 29 დეკემბერს. 1860-იან წლებში მისი მოსახეობა უკვე ათი ათასს აღემატებოდა. აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს ატლანტამ შეიძინა სტრატეგიული მნიშნელობა კონფედერაციის შეიარაღებული ძალების მომარაგებისთვის. აქ გაჩნდა სამხედრო-სამრეწველო ცენტრი, იარაღის და სურსათის საწყობები, ასევე ლაზარეთები და სამხედრო საავადმყოფოები. ომის დროს ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდა. ომის მსვლელობის დროს აიღეს და გადაწვეს ჩრდილოეთის შტატების ჯარებმა.

1885 წელს ატლანტაში დაარსდა პირველი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჯორჯიის ტექნიკური ინსტიტუტი. 1917 წლის 21 მაისს ქალაქში გაჩნდა დიდი ხანძარი რომელმაც 1,938 შენობა გაანადგურა, დაახლოებით 10,000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, გარდაიცვალა 1 ადამიანი (გულის შეტევით), შენობების აღდგენა დიდი შრომის ფასად მალევე მოხერხდა და ქალაქი ძველებურად სიცოცხლის უნარიანი გახდა. 1939 წლის 15 დეკემბერს ქალაქმა ფილმის პრემიერას უმასპინძლა.

2000-იან წლებში ქალქმა დაასრულა ჩამოყალიბება როგორც კოსმოპოლიტურმა ქალაქმა. ქალაქმა მალევე გაითქვა სახელი თავის ჯანსაღი კულტურის წყალობით. 2000-იან წლებში ყველაზე დიდი ცვლილება წინა ათწლეულთან შედარებით იყო ახალგაზრდობა, აქ საცხოვრებლად ჩამოვიდა ათასობით კოლეჯ დამთავრებული ახალგაზრდა. 2000 წლიდან 2009-მდე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებს დაემატა 9,722 ახალი მოსახლე რომელთა ასაკი 25-დან 34-მდეა, უმეტესობას მიღებული აქვს 4 წლიანი უმაღლესი განათლება.[7] 2008 წლიდან სულ რაღაც 2 წელიწადში კრიზისის პერიოდში ქალაქში 45 რესტორანზე მეტი გაიხსნა.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://data.census.gov/cedsci/table?q=United%20States&tid=DECENNIALPL2020.P1
  2. 2020 United States Census / აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო
  3. http://www.allbusiness.com/company-activities-management/company-locations-facilities/6399916-1.html დაარქივებული 2009-04-19 საიტზე Wayback Machine. წაკითხულია: 2010-04-05
  4. Metros0010. ციტირების თარიღი: 2025-08-09
  5. http://www.atlanta-airport.com/docs/Traffic/200812.pdf დაარქივებული 2009-03-04 საიტზე Wayback Machine. წაკითხულია 2008 წლის 13 დეკემბერს
  6. McGirt, Dan (2010-01-11). "Plans for the 2009 BIO International Convention in Atlanta, Georgia". BIOtechNOW. წაკითხულია: 2010-01-11
  7. http://www.usatoday.com/news/nation/2011-04-01-1Ayoungrestless01_ST_N.htm?sms_ss=twitter&at_xt=4d959a9cc8ce3e5c,0 გაზეთი აშშ დღეს
  8. Martin, Timothy W. (2011-04-16). "The New New South". The Wall Street Journal