შინაარსზე გადასვლა

ზურაბ სანიკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ სანიკიძე
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1962 (1962-11-15) (62 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ზურაბ სანიკიძე (დ. 15 ნოემბერი, 1962, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1979-1980 წლებში იყო თბილისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების მუშა. 1984-1987 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო არქივის არქივარიუსი, 1987 წლიდან — საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მუშა. საქართველოს სახალხო ფრონტი-რადიკალური კავშირის მთავარი კომიტეტის წევრი. 1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]