გიორგი მარჯანიშვილი
იერსახე
გიორგი მარჯანიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 იანვარი, 1955 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 8 ოქტომბერი, 2023 (68 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია |
ეროვნება | ქართველი |
გიორგი მარჯანიშვილი (დ. 4 იანვარი, 1955 — გ. 8 ოქტომბერი, 2023) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. სხვადასხვა დროს იყო ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მუშაკი, ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის მუშაკი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“. საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი მარჯანიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი მარჯანიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2020-06-12 საიტზე Wayback Machine.