ტობანიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ტობანიერი
Tobanieri Pentecost Church.JPG
ტობანიერის სულთმოფენობის ტაძარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი ტობანიერი
კოორდინატები 42°04′27″ ჩ. გ. 42°26′48″ ა. გ. / 42.07417° ჩ. გ. 42.44667° ა. გ. / 42.07417; 42.44667
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 584[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ტობანიერი — საქართველო
ტობანიერი
ტობანიერი — იმერეთის მხარე
ტობანიერი

ტობანიერისოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზედა ეწერ-ტობანიერი, კუშუბაური, მიქელეფონი). მდებარეობს მდინარე ყუმურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 80 მეტრი. ვანიდან 8 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში სოფელი შედიოდა საჯავახოს გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქში. სოფელში იდგა წმინდა სამების ეკლესია.[3] 1926 წლისთვის ტობანიერის თემი შედგებოდა 13 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 7380 ადამიანს, ხოლო ფართობი 74,1 კმ2-ს.[4]

განძი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტობანიერის განძი.

1927 წელს სოფელში აღმოჩენილია ვერცხლის მონეტების განძი. (შემორჩენილია 215 ცალი), უმეტესობა ტრაპეზუნტის ასპერებია, რომლებიც მოჭრილია იმპერატორების იოანე I-ის (1235-38 წწ.), მანუელ I-ის (1238-63 წწ.), იოანე II-ისა (1280-97 წწ) და ალექსი II-ის (1297 წ.) მიერ. განძის 27 მონეტა განეკუთვნება ე.წ. კირმანეულის კატეგორიას, რომლის ემისია დასავლეთ საქართველოში წარმოებდა. განძი ჩაფლული უნდა იყოს XIII-XIV სს.მიჯნაზე.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 584 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 879 408 471
2014[1] Decrease2.svg 584 282 302

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 222 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  4. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი