აბაზური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბაზური ენა
Абаза бызшва
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
თურქეთის დროშა თურქეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 48.000 კაცი
ლინგვისტური კლასიფიკაცია კავკასიური ენები
აფხაზურ-ადიღური ენები
აფხაზურ-აბაზური ენები
აბაზური ენა
დამწერლობის სისტემა კირილიცა, აბაზური დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-1: ab
ISO 639-2: abq
ISO 639-3: abq
რუკა
  აბაზური ენის გავრცელების არეალი
  აბაზური ენის გავრცელების არეალი
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-abq}}

Incubator-logo.svg ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — აბაზური ენა

აბაზური ენა[1] (თვითსახელწოდება — აბაზ. Абаза бызшва [abaza byzšwa]) — კავკასიურ ენათა ოჯახის, აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფის, აფხაზურ-აბაზურ ენათა ქვეჯგუფის ენა. აბაზური ენის დღე — 14 იანვარი. აბაზური ენა აფხაზურ ენასთან ერთად ქმნის ერთ ენობრივ ერთეულს, მაგრამ ტერიტორიული გათიშულობის გამო აბაზური სალიტერატურო ენა გამიჯნულია აფხაზური სალიტერატურო ენისაგან. საკუთრივ აბაზური ენა გავრცელებულია ძირითადად რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში.

ამ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 38 000 კაცი რუსეთში, ხოლო 10 000 — თურქეთში.[2]

აქვს ორი დიალექტი — ტაპანთური (ტაფობისა, ველისა), რომელზეც ლაპარაკობს უმრავლესობა და აშხარული (მთისა). სხვაობა დიალექტებს შორის უპირატესად ფონეტიკურია. მნიშვნელოვანი ფონეტიკური სხვაობაა კილოკავებსა და თქმებშიც. აბაზური ენის მორფოლოგიური წყობა არსებითად ისეთივეა, როგორიც აფხაზური ენისა. ზოგადი სხვაობა თავს იჩენს სახელის გაფორმებაში (განსაზღვრულობა — განუსაზღვრელობა, ე. წ. ბრუნვის ფორმათა წარმოება, თანადროულთა სისტემა და სხვა). აბაზურ ენაზე (განსკუთრებით მის ტაფანთურ დიალექტზე), კერძოდ ლექსიკაზე. სიტყვათწარმოებასა და ფრაზეოლოგიაზე საგრძნობი გავლენა მოუხდენია ადიღურ ენებს. აბაზურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ტაპანთური დიალექტის ყუბინაელბურგანის კილოკავი (ე. წ. შიშინა ვარიანტი).

ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აბაზური დამწერლობა.

აბაზური ენის დამწერლობა შეიქმნა 1932 წელს ლათინური გრაფიკის საფუძველზე. 1938 წლიდან შემოღებულია კირილიცა და მოიცავს 71 ასო–ნიშანს (გრაფემას).

А а Б б В в Г г Гв гв Гъ гъ Гъв гъв Гъь гъь
Гь гь ГӀ гӀ ГӀв гӀв Д д Дж дж Джв джв Джь джь Дз дз
Е е Ё ё Ж ж Жв жв Жь жь З з И и Й й
К к Кв кв Къ къ Къв къв Къь къь Кь кь КӀ кӀ КӀв кӀв
КӀь кӀь Л л Ль ль М м Н н О о П п ПӀ пӀ
Р р С с Т т Тл тл Тш тш ТӀ тӀ У у Ф ф
Х х Хв хв Хъ хъ Хъв хъв Хь хь ХӀ хӀ ХӀв хӀв Ц ц
ЦӀ цӀ Ч ч Чв чв ЧӀ чӀ ЧӀв чӀв Ш ш Шв шв ШӀ шӀ
Щ щ Ъ ъ Ы ы ь Э э Ю ю Я я

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007
  2. http://www.ethnologue.com/show_language.asp?code=abq

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]