ბუნების დაცვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსემიტის ეროვნული პარკი კალიფორნიაში. ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორია აშშ-ში

ბუნების დაცვა — გარემოს დაცვის პრაქტიკა, ინდივიდუალური, ორგანიზაციულ და სამთავრობო დონეზე, ბუნებრივი გარემოს და ადამიანებისთვის საკეთილდღეოდ. ადამიანი უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას ითვისებს, რათა სახლები, ქარხნები და ფერმერები ააშენოს, ამიტომ დანარჩენ ცოცხალ არსებებს უფრო და უფრო ნაკლები საცხოვრებელი ადგილი რჩებათ. კონსერვაცია ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომლის მიზანია იშვიათი ცხოველები და მცენარეები არ გადაშენდნენ, ხოლო ბუნების გავრცელებული სახეობები — არ გაიშვიადნენ. კონსერვაცია ამ ცხოველთა და მცენარეთა საცხოვრისის შენარჩუნებასაც გულისხმობს.

წინათ ზოგიერთი ცხოველი იმის გამო გადაშენდა, რომ გარემოში მომხდარ ბუნებრიც ცვლილებებს ვერ შეეგუვნენ. დინოზავრები, სავარაუდოდ, ვეებერთელა მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად გადაშენდნენ. მეტეორის დედამიწასთან დაჯახებისას წარმოქმნილი მტვრის უზარმაზარი ღრუბელი მთელ ატმოსფეროში გაიშალა, რაც ხელს უშლიდა მზის სხივების შემოღწევას. დაიწყო გამყინვარება, რომელსაც დინოზავრები ვერ ვერ გაუძლეს.

კუნძულ მავრიკის ბინადარი დოდო(დრონტი) ზანტი ფრინველი იყო, რომელიც ვერ ფრენდა. როდესაც ადამიანები ამ კუნძულზე ჩავიდნენ, აღმოაჩინეს, რომ დრონტი მოსანადირებლად იოლი იყო და ამავდროულად გემრიელი ხორციც ჰქონდა. საუკუნეც არ გასულა, რომ დრონტები პირწმინდად ამოწყვიტეს. ბევრი სხვა ცხოველი ან გადამეტებული ნადირობის შედეგად ამოწყდა ან საცხოვრისის განადგურების გამო.

საფრთხეში მყოფი ცხოველები[რედაქტირება]

დღეს ბევრ ცოცხალ არსებას ემუქრება გადაშენების საფრთხე. სულ ცოტა, 1000 სხვადასხვა სახეობის ფრიველი და ძუძუმწოვარი ძალზე გაიშვიათდა, ხოლო გაქრობის პირას მყოფ მწერებისა და მცენარეების რიცხვს მოთვლა შეუძლებელია. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია ჩინეთის მობინადრე გიგანტური პანდა. ბუნებაში ათასზე ნაკლები პანდაღა დარჩა, რადგან მათი საცხოვრისი — ბამბუკის ტყეები — გაანადგურეს და სასოფლო სამეურენო სავარგულები შექმნეს. მარტორქის რამდენიმე სახეობა საფრთხეშია, რადგან მათზე რქების გამო ნადირობენ, ხოლო ვეფხვებს ტყავის მოსაპოვებლად ხოცავენ.

აშშ-ის სიმბოლო — თეთრთავა არწივი და კუნძულ მავრიკის ბინადარი — კირკიტაც იმ იშვიათ ფრინველთა რიცხვშია, რომელთაც დაცვა სჭირდება. მავრიკა ის კუნძულია, სადაც ოდესღაც დრონტი ბინადრობდა. ბუნების დამცველთა საქმიანობის წყალობით, ამ ცხოველთა რიცხვა შედარებით იმატა, მაგრამ მათ გადარჩენას კვლავ დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ზღვაში მდებარე მარჯნის რიფები თითქმის ისეთივე მდიდარია ცოცხალი ბუნებით, როგორც ტროპიკული ტყეები, მაგრამ მათი მეათედი თუ იქნება კარგ მდგომარეობაში. დანარჩენი ძალზედ დააზიანა ქიმიური მრწველობის ნარჩენებმა, მდინარეებიდან ჩატანილმა ნაგავმა, მრავალრიცხოვანმა ტურისტებმა და მარჯნის მოპოვებამ.

სიკეთის მომტანი საქმიანობა[რედაქტირება]

1970 წლიდან მოყოლებული, ადმიანებმა გაიაზრეს, რამხელა ზიანს აყენებს მათი საქმიანობა მცენარეებს, ცხოველებსა და მათ საცხოვრისს და გარკვეული ნაბიჯები გადადგეს ვითარების გამოსასწორებლად. საქველმოქმედო ორგანიზაციები, მაგალითად, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი(WWF) უზარმაზარ თანხებს ხარჯავს იშვიათი ცხოველების, მცენარეებისა და მათი საცხოვრისის დასაცავად. მთავრობებმა ცხოველთა საწინააღმდეგო კანონები მიირეს და ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებს ქმნიან, რათა თავ–თავიანთი ქვეყნის ბუნება გადაარჩინონ.

ტროპიკული ტყეები და ოკიანები დიდ როლს თამაშობს ქარხნებისა და ელექტროსადგურების გამონაბოლქვი აირების შთანთქმაში. ეს ის აირებია, რომელთა დაგროვებაც გლობალურ დათბობას იწვევს.

ლიტერატურა[რედაქტირება]