ვლადიმერ მირცხულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ მირცხულავა
დაბადების თარიღი 28 დეკემბერი, 1934 (1934-12-28) (85 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ვლადიმერ მირცხულავა (დ. 28 დეკემბერი, 1934) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1964 წლიდან იყო ხობის რაიონის სოფელ პირველი ხორგის კოლმეურნეობის წევრი, 1966-1971 წლებში იყო სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. 1971 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციათა მუშაკი, მოძრავ-მექანიზებული კოლონა „აფხაზნაპირგამაგრების“ განყოფილების უფროსი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).[წყარო არ არის მითითებული 130 დღე]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]