მარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
<< მარტი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
2016

მარტი (ლათ. Martius) — გრიგორიანული კალენდრის მესამე თვე. მარტში 31 დღეა.

სახელი ეწოდა ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი.

მარტი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. ბუნიაობის ერთ-ერთი დღე მარტზე მოდის.

მარტის ზოდიაქოს ნიშნებია თევზები და ვერძი. მარტი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ნოემბერი ჩვეულებრივ წლებში, და როგორც თებერვალი — ნაკიან წელში.

მირკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორნელი კეკელიძე მირკანს 2 თებერვალი — 3 მარტით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] „მიჰრაკანი“ ან, უფრო ძველი ფორმა მისი, რომელიც დამოწმებულია ერთ ძეგლში, „მეჰრაკანი“, მომდინარეობს ავესტური Mithra-საგან (მეშვიდე თვე) და უდრის სომხურ „მეჰეკან“-ს და მის ორეულს, კაპადოკიურ „მითრაკანა“-ს.

ვიკიციტატა
„და აღესრულა წამებაჲ მათი თთუესა მეჰრაკნისასა ოცდახუთსა[3].“
ვიკიციტატა
„რომელსა დრესა სამი იყო ადარ თთჳსაჲ, წელსა მეექუსესა შარავანდედობასა დარეჰისასა, მიჰრაკანსა თთუესა ოცდასამსა[4].“
ვიკიციტატა
„სუფევასა დიოკლიტიანჱსსა და მაქსიმიანჱსსა მეფეთასა უწინარჱს ცხრისა დღისა იგრისა, რომელ არს მეცხრამეტესა მიჰრაკნისასა, მთავრობასა ნუმერიანოზისსა და მაქსიმოსსა კილიკიას[5].“

მარტის მნიშვნელოვანი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
  2. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101
  3. „თუესა ივნისსა „ა“ წამებაჲ წმიდისა ქრისტეფორჱსი და მოყუასთა მისთაჲ“, ათონ. №57, 323
  4. ეზრა 6, 14-15, ხელნაწ. A 570, გვ. 131
  5. ათონ. A 57, გვ. 364
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მარტი&oldid=3181665“-დან