შავი მეტალურგია
შავი მეტალურგია — მძიმე მრეწველობის ერთ–ერთი დარგი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეურნეობის სხვადასხვა დარგთაშორისი კომპლექსების განვითარებისათვის, განსაკუთრებით მანქანათმშენებლობისათვის. იგი მოიცავს რკინის, ქრომიტების, მანგანუმის მადნების მოპოვებას, გამდიდრებას, გადამუშავებისას წიაღისეულის ზედმეტი ქანებისაგან გასუფთავების პროცესს, აგლომერაციას, თუჯის, ფოლადის, ფეროშენადნობთა და ნაგლინის წარმოებას.
შავი მეტალურგიის ცენტრების განლაგებაზე უდიდეს გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:
- – ბუნებრივ–რესურსული – საწარმოთა ორიენტაცია ნახშირის ან რკინის მოპოვების ადგილებზე.
- – სატრანსპორტო.
- – საწარმოს ტერიტორიული კონცენტრაციის პირობები.
- – ეკოლოგიური.
ბოლო პერიოდში გაიზარდა ორიენტაცია სამომხმარებლო ბაზრისაკენ, რამაც ხელი შეუწყო სპეციალიზებული მინი–ქარხნების მშენებლობას.
შავი მეტალურგია საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქეოლოგიური გათხრები მიანიშნებენ, რომ რკინის კუსტარული დამუშავება საქართველოში უძველესი დროიდან ხდებოდა. შავი ლითონების ქარხნული დამუშავება საქართველოში დაიწყო 1862 წელს ჩათახის მეტალურგიულ ქარხანაში. 1879 წელს დაიწყო ჭიათურის მანგანუმის საბადოს ექსპლუატაცია. 1933 წელს საქართველოს სსრ-ში ამოქმედდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, 1950 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. 1980 წლის ბოლოსთვის შავი მეტალურგიის წილი საქართველოს სსრ-ის მრეწველობაში შეადგენდა 4 %-ს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩომახიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 672-673.