ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამბროლაურის რაიონი)
Jump to navigation Jump to search
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
RLKS-Ambrolauri-ka.svg
დროშა გერბი
Flag of Ambrolauri Municipality.svg COA of Ambrolauri.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ადმ. ცენტრი ამბროლაური
კოორდინატები 42°31′18″ ჩ. გ. 43°08′53″ ა. გ. / 42.521694° ჩ. გ. 43.148306° ა. გ. / 42.521694; 43.148306
მერი ზვიად (დავით) მხეიძე
ფართობი 1,142 კმ²
მოსახლეობა Decrease2.svg 9139 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 8,0 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები 99,7 %
რუსები 0,1 %[1]
სატელეფონო კოდი +995 (439)
საფოსტო ინდექსი 0400–0499
ოფიციალური საიტი http://ambrolauri.gov.ge/
GEO-RL-AM.svg

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტი“[2] (ს/ნ. 222938490; რეგ. თარიღი — 27 ნოემბერი, 2017) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ამბროლაური.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, ჩრდილოეთით გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. ტერიტორია — 1141 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 240 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება რიონი და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნი, რიცეულა, ასკისწყალი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი, თაბაშირი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტი შეიქმნა 1930 წელს. მანამდე მისი ტერიტორია ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1928 წლიდან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930-დან ცალკე მუნიციპალიტეტია. 1951-1953 წლებში შედიოდა ქუთაისის ოლქში. 2014 წელს მუნიციპალიტეტს გამოეყო ქალაქი ამბროლაური[3]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობა — 9139 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 8,0 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 70 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 69 სოფელი.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 17 065
2002 16 225 Decrease2.svg
2014 9139 Decrease2.svg

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტში მმართველობის 19 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია:

  1. ადმინისტრაციული ერთეული ამბროლაური — ქალაქი ამბროლაური;
  2. ადმინისტრაციული ერთეული ბუგეული — აბანოეთი, ბარეული, ბუგეული, გორისუბანი, ქედისუბანი, ჯვარისა;
  3. ადმინისტრაციული ერთეული ველევი — ბეთლევი, ველევი, კვირიკეწმინდა, შხივანა;
  4. ადმინისტრაციული ერთეული ზნაკვა — საკეცია, ზნაკვა, მოტყიარი;
  5. ადმინისტრაციული ერთეული იწა — ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, იწა, ქვემო კრიხი, შუა კრიხი;
  6. ადმინისტრაციული ერთეული ლიხეთი — აბარი, ლიხეთი, ურავი;
  7. ადმინისტრაციული ერთეული ნამანევი — შავრა, თხმორი, ნამანევი, ხონჭიორი;
  8. ადმინისტრაციული ერთეული ნიკორწმინდა — კაჩაეთი, ნიკორწმინდა, ხარისთვალი;
  9. ადმინისტრაციული ერთეული სადმელი — ბოსტანა, კლდისუბანი, სადმელი, ღვიარა, ძირაგეული;
  10. ადმინისტრაციული ერთეული სხვავა — სხვავა, ფუტიეთი;
  11. ადმინისტრაციული ერთეული ღადიში — ბაჯი, პატარაონი, ტბეთი, ქვედა შავრა, ღადიში;
  12. ადმინისტრაციული ერთეული ცახი — გოგოლათი, ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია, ცახი;
  13. ადმინისტრაციული ერთეული წესი — მუხლი, წესი;
  14. ადმინისტრაციული ერთეული ჭელიაღელე — აგარა, ზედა თლუღი, უყეში, ქვედა თლუღი, ჭელიაღელე;
  15. ადმინისტრაციული ერთეული ჭრებალო — გენდუში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა, ჭრებალო;
  16. ადმინისტრაციული ერთეული ჭყვიში — ზედა ჭყვიში, ქვიშარი, ჭყვიში;
  17. ადმინისტრაციული ერთეული ხვანჭკარა — დიდი ჩორჯო, მეორე ტოლა, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა, ხვანჭკარა;
  18. ადმინისტრაციული ერთეული ხიდიკარი — კვაცხუთი, ხიმში;
  19. ადმინისტრაციული ერთეული ხოტევი — სხარტალი, წკადისი, ხოტევი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობა და მეცხოველეობა. მეხილეობა ვითარდება ძირითადად მთიან ზონაში. მნიშვნელოვანი საწარმოებია: ღვინის ქარხნები, ყველ-კარაქის და აგურის ქარხნები, ლითონური დარიშხანის ქარხანა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ოსეთის სამხედრო გზა.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 27 საჯარო სკოლაა, 1 უმაღლესი სასწავლებელი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რაჭის ფილიალი), 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]