ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ახალქალაქის რაიონი)
Jump to navigation Jump to search
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
SJ-Akhalkalaki-ka.svg
დროშა გერბი
Flag of Akhalkalaki Municipality.svg COA of Akhalkalaki.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმ. ცენტრი ახალქალაქი
კოორდინატები 41°24′20″ ჩ. გ. 43°29′10″ ა. გ. / 41.40556° ჩ. გ. 43.48611° ა. გ. / 41.40556; 43.48611
საკრებულოს
თავმჯდომარე
ნაირი ირიციან
ფართობი 1,235 კმ²
მოსახლეობა Decrease2.svg 45 070 (2014)[1] კაცი
სიმჭიდროვე 36,5 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
სომხები 92,9 %
ქართველები 6,8 %
სატელეფონო კოდი +995 (362)
საფოსტო ინდექსი 0700–0799
ოფიციალური საიტი http://www.akhalkalaki.ge/
GEO-SJ-AK.svg

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „ახალქალაქის მუნიციპალიტეტი“[2] (ს/ნ. 223366122; რეგ. თარიღი — 19 დეკემბერი, 2006) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ახალქალაქი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1921-30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოს ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპლალიტეტი მდებარეობს ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, რომლის სიმაღლე 1500-დან 3300 მ-მდე მერყეობს. პლატოს ზედაპირი ტალღობრივი ვაკეა, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია სამსრის ქედი (უმაღლესი მწვერვალი მთა დიდი აბული — 3301 მ). ტერიტორია — 1235 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 990 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ფარავანი, ჭობარეთი, ბარალეთი. ტბებიდან აღსანიშნავია ხოზაფინის ტბა, ვაჩიანის ტბა, მრუდე ტბა.

მუნიციპალიტეტში მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული: ვულკანური წიდა (სოფელი ზაკვი), პემზა (სოფლები სულდა და ოკამი) და პერლიტი (სოფელი სულდა).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 69 256
2002 60 486 Decrease2.svg
2014 45 070 Decrease2.svg

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 65 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 64 სოფელი. ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო. მმართველობის ტერიტორიული ერთეულებია:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობაში წამყვანია მეცხოველეობა, მოჰყავთ საგაზაფხულო ხორბალი და კარტოფილი. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული, ძირითადი დარგია კვების მრეწველობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის ხაზი (მარაბდა-ახალქალაქი), რომელიც 2018 წლის გაზაფხულიდან დაუკავშირდა სასაზღვრო პუნქტ კარწახს და რომელმაც ერთმანეთთან შეაერთა საქართველოსა და თურქეთის რკინიგზები.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლაა, 61 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბევრია ადრინდელი და შუა საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლები:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი