კოდორი
კოდორი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
სათავე |
აფხაზეთის კავკასიონი 43°06′22″ ჩ. გ. 41°49′18″ ა. გ. / 43.10611° ჩ. გ. 41.82167° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 740 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 42°49′10″ ჩ. გ. 41°07′49″ ა. გ. / 42.81944° ჩ. გ. 41.13028° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 84 კმ |
აუზის ფართობი | 2030 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 123 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
კოდორი ვიკისაწყობში |
კოდორი — მდინარე ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. კოდორი იქმნება მდინარეების საკენისა და გვანდრის შეერთებით სოფელ მარცხენა გეწვიშთან, ზღვის დონიდან 740 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ აძიუბჟის სამხრეთით. სიგრძე 84 კმ (გვანდრის სათავიდან 110 კმ), აუზის ფართობი 2030 კმ². მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავიდან 25 კმ-ზე გადის დაბლობზე, წყლის საშუალო ხარჯი — 123 მ³/წმ.[1]
კოდორის ხეობას საკმაოდ ნაირგვარი მორფოლოგიური ხასიათი აქვს, რაც გამოწვეულია ამგები გეოლოგიური ფორმაციების ცვლით, ძველი გამყინვარების გავლენით და ეროზიული პროცესების მსვლელობის პირობებით. ხეობის სიმაღლე აღწევს 1300-3984 მ-ს. გვანდრა-საკენის შესართავს ქვემოთ კოდორის ხეობა მეტწილად ყუთისებური მოყვანილობისაა, ფსკერი ფართო აქვს, რიყე და დაბალი ალუვიური ტერასები კარგად არის გამოსახული. კოდორის კანიონის საწყის უბანს სოფელ ლათას ქვემოთ, „ბაგადის კლდეები“ ეწოდება.[2]
კოდორის შენაკადთა უმეტესობას სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ კალთაზე. უმთავრესი შენაკადებია: ჩხალთა, მრამბა, ჯამპალი ამტყელი. კოდორის აუზში 100-მდე მყინვარია (მარუხი, პტიში, ყლიჩი, ქლუხორი, საკენი და სხვა), რომელთა ფართობი 80 კმ² აღწევს.[1]
კოდორი საზრდოობს წვიმის (31 %), მიწისქვეშა (28,6 %), თოვლის (22,6 %) და მყინვარული (17,8 %) წყლით. წყალდიდობაა მარტის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე. წყლის წლიური ჩამონადენის 72 % გაზაფხულ-ზაფხულზე მოდის. შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნები, წყალმცირობა ზამთარშია. კოდორი წყალუხვი მდინარეა. წყლის წლიური ჩამონადენი — 4,1 კმ². შავ ზღვაში შესვლისას ქმნის დელტას.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 570.
- ↑ მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 122 თბ. 1964.
|