ქედის მუნიციპალიტეტი
| ადმინისტრაციული ერთეული | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ქედის მუნიციპალიტეტი | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| ავტონომიური რესპუბლიკა |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | ||||
| ადმ. ცენტრი | ქედა | ||||
| კოორდინატები | 41°35′52″ ჩ. გ. 41°56′33″ ა. გ. / 41.59778° ჩ. გ. 41.94250° ა. გ. | ||||
| მერი | მამუკა თურმანიძე | ||||
| ფართობი | 452 კმ² | ||||
| ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
| მოსახლეობა |
| ||||
| სიმჭიდროვე | 37,08 კაცი/კმ² | ||||
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,92 % რუსები 0,03 %[2] | ||||
| სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მუსლიმები 62,1 % მართლმადიდებლები 31,3 %[3] | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
| სატელეფონო კოდი | (425) | ||||
| საფოსტო ინდექსი | 6100 | ||||
| ოფიციალური საიტი | http://keda.gov.ge/ | ||||
|
| |||||
ქედის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდ. აჭარისწყლის დიდი ნაწილი (42 კმ.), აღსანაიშნავია ასევე მდ. მერისი. ქედის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ქობულეთის, აღმოსავლეთით — შუახევის, დასავლეთით — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის მუნიციპალიტეტს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ქობულეთ-ჩაქვის ქედი.
მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კვ კმ-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 16 760 (2014). ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 256 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ყველაზე მაღალი მწვერვალია ღომა (2441 მეტრი).
ბუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეულობა. ფერდობებზე უხვადაა წიფლნარ-წაბლნარი. კარგადაა განვითარებული ქვეტყე (შქერი, იელი, თხილი, მოცვი, წყავი). დამახასიათებელია გარეული მსხალი, ვაშლი, კაკალი, ბალი, ზღმარტლი, ხურმა, ტყემალი. ზემოთ ვრცელდება შერეული ტყეები და წიწვოვნები, მცირე მონაკვეთზე სუბ-ალპური და ალპური მცენარეულობა. ტყიანობის მიხედვით ქედის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღემდე გვხვდება წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული მცენარეები. აღსანიშნავია ქედის მუნიციპალიტეტში სოფ. ქვედა მახუნცეთის ტერიტორიაზე ჯგუფურად გავრცელებული მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტი – ურთხელი და კოლხური ბზა. წიფლნარ და წაბლნარ ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, კავკასიური ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, ზღარბი, გველებიდან ანკარა და ცხვირრქოსანი გველგესლა; მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: ბულბული, ტოროლა, შაშვი, ძერა, კაჭკაჭი. მდინარეებში გვხვდება წვერა, კალმახი, ღორჯო.
ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში 1500 მმ. კლიმატი მიახლოებულია სუბტროპიკულთან.
ადგილობრივი თვითმმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქედის მუნიციპალიტეტში შედის 11 ადმინისტრაციული ერთეული (1 სადაბო და 10 სასოფლო თემია) და 64 დასახლებული პუნქტი (1 დაბა და 63 სოფელი).
1) დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლება: დაბა ქედა
2) ქედის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ქედა, არსენაული, აქუცა, გულები, ზენდიდი, კორომხეთი, ორცვა, შევაბური, ცხემნა, ძენწმანი, ხუნკუდა.
3) დანდალოს ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: დანდალო, ბალაძეები, გოგიაშვილები, მოსიაშვილები, ტაკიძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები.
4) დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: დოლოგანი, ჭალახმელა, ჭინკაძეები.
5) ზვარეს ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ზვარე, ვაიო, ზესოფელი, კვაშტა, სირაბიძეები.
6) მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ზედა მახუნცეთი, ქვედა მახუნცეთი, ზედა ბზუბზუ, ქვედა ბზუბზუ, ზუნდაგა, მილისი, ნამლისევი, უჩხითი, ქოსოფელი.
7) მერისის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: მერისი, გარეტყე, გუნდაური, ინაშარიძეები, ნამონასტრევი, სილიბაური სიხალიძეები.
8) ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ოქტომბერი, აგოთა, გოგინიძეები, კუჭულა, მეძიბნა.
9) პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: პირველი მაისი, ზედა აგარა, ქვედა აგარა, კოლოტაური.
10) ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: ცხმორისი, ახო, გეგელიძეები, გობრონეთი, კოკოტაური, ჩეტკიძეები.
11) წონიარისის ადმინისტრაციული ერთეული.
დასახლებები: წონიარისი, აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, საბადური, ტიბეთა.
საკრებულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| პარტია | 2021 | 2025 | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ქართული ოცნება | 15 | 23 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ლელო | 1 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ნაციონალური მოძრაობა | 4 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| საქართველოსთვის | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| სულ | 21 | 24 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წლები[4] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2024 |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| მოსახლეობა | 17 204 |
ეთნიკური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ადმინისტრაციული
ერთეული |
მოსახლეობა | ქართველები | რუსები | უკრაინელები | სხვა | ||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | ||
| ქედის მუნიციპალიტეტი | 16 760 | 16 747 | 99,92 | 5 | 0,03 | 3 | 0,02 | 5 | 0,03 |
| დაბა ქედა | 1 510 | 1 504 | 99,6 | 3 | 0,2 | 2 | 0,13 | 1 | 0,07 |
| ქედას თემი | 1 988 | 1 986 | 99,9 | 1 | 0,05 | 1 | 0.05 | 0 | 0 |
| დანდალოს თემი | 1 961 | 1 960 | 99,95 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0,05 |
| დოლოგანის თემი | 781 | 780 | 99,87 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0,13 |
| ზვარის თემი | 1 346 | 1 346 | 100 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
| მახუნცეთის თემი | 2 121 | 2 119 | 99,91 | 1 | 0,05 | 0 | 0 | 1 | 0,05 |
| მერისის თემი | 1 132 | 1 132 | 100 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
| პირველი მაისის თემი | 1 213 | 1 213 | 100 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
| ცხმორისის თემი | 2 605 | 2 604 | 99,96 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0,04 |
| წონიარისის თემი | 1 250 | 1 250 | 100 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| რელიგია | 2014 | |
|---|---|---|
| რაოდენობა | % | |
| ქრისტიანობა | 5 235 | 31,24 |
| –საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია | 5 235 | 31,24 |
| –სომხური სამოციქულო ეკლესია | 0 | 0 |
| –კათოლიკური ეკლესია | 0 | 0 |
| –იეჰოვას მოწმეები | 0 | 0 |
| –პროტესტანტიზმი | 0 | 0 |
| ისლამი | 10 411 | 62,12 |
| ეზიდიზმი | 0 | 0 |
| იუდაიზმი | 0 | 0 |
| სხვა რელიგიები | 0 | 0 |
| არარელიგიურობა | 624 | 3,72 |
| უარი პასუხზე | 342 | 2,04 |
| რელიგია არ არის მითითებული | 136 | 0,81 |
| სულ | 16 760 | 100 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მეურნეობაში წამყვანი საქმიანობებია მეთევზეობა, მებოსტნეობა, მეთამბაქოეობა, მევენახოება, მეთხილეობა და მეფუტკრეობა. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება გვხვდება ფერადი ლითონების სპილენძ-პოლიმეტალების საბადოები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მერისის სპილენძისა და ტყვიის საბადო, ოქროს შემცველი ქანები.
ღირსშესანიშნაობანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ციხე-სიმაგრეები
ცივასულას ციხე, გულების ციხე, საღორეთის ციხე, კავიანის ციხე, ზენდიდის ციხე.
- ქვისთაღოვანი ხიდები
დანდალოს ხიდი, მახუნცეთის ხიდი, მიწის ხიდი, ჯაიმელას ხიდი.
- მუზეუმები
ქედის ისტორიული მუზეუმი, ქვედა მახუნცეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
- ეკლესიები
2025 წლისთვის მუნიციპალიტეტში სამი მოქმედი ეკლესიაა: ქედის წმ. ნიკოლოზის, ზვარის წმ. გიორგის და ზესოფლის წმ. სერაფიონ საროველის.[5]
- ასევე
ქვის უძველესი საწნახელები
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
დანდალოს ხიდი
-
მახუნცეთის ხიდი
-
გეგელიძის მთა
-
მდინარე აჭარისწყალი
-
ჩანჩქერი მტირალას ეროვნულ პარკში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ georgia-ethnic-2014
- ↑ georgia-religion 2014
- ↑ Georgia division
- ↑ [https://keda.gov.ge/files/sakrebulos-samartlebrivi-aqtebi/2024-weli/gankargulebebi/-95.95240262.1.pdf ქედის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი 2024-2027 წლები]

| ||||||||
| ||||||||||

