გორის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გორის რაიონი)
Jump to navigation Jump to search
გორის მუნიციპალიტეტი
SK-Gori-ka.svg
დროშა გერბი
Flag of Gori Municipality.svg Coat of arms of Gori Munucipality.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი შიდა ქართლის მხარე
ადმ. ცენტრი გორი
კოორდინატები 41°58′00″ ჩ. გ. 44°06′00″ ა. გ. / 41.966694° ჩ. გ. 44.100000° ა. გ. / 41.966694; 44.100000
მერი კონსტანტინე თავზარაშვილი
ფართობი 2 320 კმ²
ცენტრის სიმაღლე 588 მეტრი
მოსახლეობა Decrease2.svg 125 692[1][2] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 54 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები 96,9 %
ოსები 1,5 %
სომხები 0,6 %
აზერბაიჯანელები 0,6 %
რუსები 0,2 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (+995) 370
საფოსტო ინდექსი 1400–1499
ოფიციალური საიტი https://www.gori.gov.ge/

გორის მუნიციპალიტეტი (ყოფ. გორის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. გორი.

გორის მუნიციპალტეტი აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. მის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შიდა ქართლის („ზენა სოფლის“) ისტორიულად დაწინაურებული რეგიონი იყო. იგი საქართველოს ცენტრალურ მხარეს — „ქვეყანას“ წარმოადგენდა. აქ იკვეთებოდა საქართველოს უმთავრესი სამიმოსვლო გზები. ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის ნაკვალევი მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ტერიტორია ინტენსიურად არის ათვისებული ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში. ამ პერიოდში შეიმჩნევა ზოგიერთი სამოსახლოს გამსხვილება და გარკვეული მიკრორაიონის ცენტრად გადაქცევის ტენდენცია (მაგ., გუდაბერტყა). ადრინდელი ანტიკური ხანისათვის (ძვ. წ. VI–IV სს.) აღმოსავლეთ საქართველოში წარმოიშვა რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, მათგან ერთ-ერთი იყო „ზენა სოფელი“, რომლის ცენტრი მდებარეობდა უფლისციხის მიდამოებში. ადრინდელი ფეოდალიზმის ხანაში ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მტკვრის სამხრით მდებარე ნაწილი შედიოდა ტანისხევში, ჩრდილოეთ ნაწილი კი რეხას, გვერდისძირს, საცხუმეთსა და აჩაბეთის ხევს ეკუთვნოდა. X საუკუნეში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წარმოიქმნა ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული „ქვეყანა“ (ცენტრი — უფლისციხე), მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე — მეორე „ქვეყანა“, რატი ბაღვაშის საერისთავოდ წოდებული (ცენტრი — ატენი). XII–XIII სსაუკუნეებში ნაჭარმაგევში (ახლანდ. კარალეთი) მდებარეობდა გაერთიანებული საქართველოს მეფეთა სასახლეები. XV საუკუნიდან ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა საამილახვროს, სამაჩაბლოს, ქსნის საერისთავოს და საციციანოს შემადგენლობაში. XVI საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად — სადროშოდ ანუ სასარდლოდ. რეგიონის ტერიტორია შედიოდა მეორე და მეოთხე სადროშოში, სადაც ერთის სათავეში იდგა ამილახვართა ფეოდალური სახლობა, ხოლო მეორისაში — ციციშვილთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლობა. ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ეკლესიური მმართველობის თვალსაზრისით განაწილებული იყო მცხეთის საპატრიარქოს, ნიქოზის, რუისისა და მცხეთის საეპისკოპოსოებზე. 1802 წელს შეიქმნა გორის მაზრა.

გორის რაიონი შეიქმნა 1930 წელს. 1991 წლის კანონით მას შეუერთდა ყოფილი ცხინვალის რაიონი[4], თუმცა ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო კანონი პრაქტიკულად არ აღსრულებულა. 2006 წლიდან ძველ საზღვრებში ეწოდა გორის მუნიციპალიტეტი.[5][6] 2014 წელს განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტის ნაცვლად რამდენიმე ახალი მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბება.[7] 2014-17 წლებში მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი იყო თვითმმართველი ქალაქი გორი („ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი“).[8]

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. გორის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორია (ცხინვალის რეგიონი), აღმოსავლეთით — კასპის, დასავლეთით — ქარელის, სამხრეთით კი ბორჯომისა და წალკის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი (გორი), 21 სასოფლო თემი (ატენი, ახალუბანი, ბერბუკი, ბოშური, დიცი, ვარიანი, ზეღდულეთი, კარალეთი, მერეთი, მეჯვრისხევი, მღებრიანი, ნიქოზი, საყავრე, სკრა, ტინისხიდი, ტირძნისი, ტყვიავი, ქვახვრელი, შავშვები, შინდისი, ძევერა) და ერთი სათავო სოფელი (ხიდისთავი).

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილი (გორის ვაკე და შუა მტკვრის ხეობის ძირი) აგებულია მეოთხეული კონგლომერატებით, კენჭნარით, ქვიშნარითა და თიხნარით, სამხრეთის ნაწილი — თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა — უმთავრესად პალეოგენური ქვიშაქვებით, კონგლომერატებით, მერგელებით, თიხებით, კირქვებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით და ცარცული ასაკის ნალექებით: კირქვებით, მერგელებით, თიხებით, ავგიტიანი პორფირიტებით და მათი ტუფებით, ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით და სხვ. კვერნაქის ქედი, აგრეთვე თრიალეთის ქედის მთისწინეთის ნაწილი აგებულია ნეოგენური თიხებით, ქვიშაქვებით, იშვიათად კირქვებითა და მერგელებით. მუნიციპალიტეტში გამოიყოფა ოთხი მთავარი მორფოლოგიური ერთეული: 1. გორის ვაკე, რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაახლ. 39,7 % უჭირავს. მისი საშუალო სიმაღლეა 745 მ, დახრილია სამხრით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. მიკრორელიეფის მთავარი ელემენტებია ეროზიული ხეობები და მეოთხეული ტერასები, რომლებიც განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული მდ. ლიახვის გასწვრივ; 2. შუა მტკვრის ხეობა, რომლის ძირზე გაშლილია ვრცელი ტერასული ვაკეები. აქ აკუმულაციურ ფორმებთან ერთად გვხვდება რელიეფის დენუდაციური და მეწყრული ფორმები; 3. კვერნაქის ქედი. იგი ვაკის ზედაპირიდან 100-120 მ-ზეა, ხოლო მტკვრის ხეობის ძირიდან თითქმის 170-200 მ-მდე მაღლდება, უმაღლესი წერტილის აბსოლუტური სიმაღლე 879 მ აღწევს; 4. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა ჩრდილოეთისაკენ და ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიმართული შტოქედებითა და მათ შორის ღრმად ჩაჭრილი ეროზიული (ნაწილობრივ ტექტონიკური) ხეობებით. შტოქედები ზოგან მტკვრის ნაპირს ებჯინება და ციცაბოდ ეშვება ხეობაში. თრიალეთის ჩრდ. კალთისათვის ნიშანდობლივია საფეხურებად განლაგებული ძველი მოსწორებული ზედაპირები.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის ვაკეზე და შუა მტკვრის ხეობაში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, ცხელი ზაფხულით და ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში, მთისწინეთსა და დაბალმთიან ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში, საშუალმთიან ზონაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში. თრიალეთის ქედის თხემურ ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით, ნალექების მინიმუმით ზამთარში. ვაკე ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურა 10-10,9 °C, მთიან ზონაში 7,7 °C ფარგლებში მერყეობს. იანვრის საშუალო ტემპერატურა ვაკეზე — 1,2 -1,7 °C, ხოლო მთიან ზონაში — 3,2 °C-მდე ეცემა, უფრო დაბალი ტემპერატურაა საშუალო და მაღალმთიან ზონაში. ვაკეზე აგვისტოს საშუალო ტემპემპერატურაა 22,5 °C, დაბალმთიან ზონაში 18,6 °C. ვაკეზე აბსოლუტური მაქსიმუმი 38-40 °C აღწევს, მთიან ზონაში 36 °C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა — 31 °C-მდეა, ვაკეზე ნალექები 585 მმ წელიწადში, დაბალმთიან ზონაში — 608 მმ. შედარებით მეტი ნალექი მოდის საშუალო და მაღალმთიან ზონაში. ნალექების მინიმუმი მოდის აგვისტოში (გორი 34 მმ), მაქსიმუმი — მაისში (სოფ. ორმოცი 84 მმ). გორის მუნიციპალიტეტში მთელი წლის განმავლობაში ქრის დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, ჭარბობს დასავლეთის ქარი. მთიან სამხრეთ ნაწილში იცის მთა-ხეობათა ქარები.

გორი
ჰავის დიაგრამა (განმარტება)
 
 
36
 
 
4
−4
 
 
34
 
 
5
−3
 
 
36
 
 
11
1
 
 
53
 
 
17
6
 
 
76
 
 
21
10
 
 
72
 
 
25
14
 
 
54
 
 
28
17
 
 
49
 
 
28
17
 
 
44
 
 
24
13
 
 
55
 
 
18
8
 
 
52
 
 
12
2
 
 
42
 
 
7
−2
საშუალო მაქს. და მინ. ტემპერატურა°C-ში
ნალექების ჯამი მმ-ებში
წყარო: climatebase.ru[9]
ტირძნისი
ჰავის დიაგრამა (განმარტება)
 
 
43
 
 
2
−7
 
 
43
 
 
4
−6
 
 
48
 
 
8
−2
 
 
69
 
 
15
3
 
 
93
 
 
20
8
 
 
92
 
 
23
11
 
 
70
 
 
26
14
 
 
62
 
 
26
14
 
 
56
 
 
22
9
 
 
65
 
 
16
5
 
 
61
 
 
9
0
 
 
54
 
 
4
−4
საშუალო მაქს. და მინ. ტემპერატურა°C-ში
ნალექების ჯამი მმ-ებში
წყარო: climate-data.org[10]
ქვემო ბოშური
ჰავის დიაგრამა (განმარტება)
 
 
35
 
 
1
−8
 
 
40
 
 
2
−7
 
 
47
 
 
7
−4
 
 
72
 
 
13
1
 
 
100
 
 
18
6
 
 
98
 
 
21
9
 
 
69
 
 
24
11
 
 
61
 
 
24
11
 
 
54
 
 
20
7
 
 
58
 
 
15
3
 
 
55
 
 
8
−2
 
 
43
 
 
3
−6
საშუალო მაქს. და მინ. ტემპერატურა°C-ში
ნალექების ჯამი მმ-ებში
წყარო: climate-data.org[11]
ნადარბაზი
ჰავის დიაგრამა (განმარტება)
 
 
32
 
 
0
−10
 
 
43
 
 
1
−9
 
 
54
 
 
5
−5
 
 
82
 
 
10
−1
 
 
117
 
 
16
4
 
 
115
 
 
19
7
 
 
82
 
 
22
9
 
 
75
 
 
22
9
 
 
59
 
 
18
5
 
 
57
 
 
14
1
 
 
54
 
 
7
−3
 
 
39
 
 
2
−7
საშუალო მაქს. და მინ. ტემპერატურა°C-ში
ნალექების ჯამი მმ-ებში
წყარო: climate-data.org[12]

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კვეთს მდინარე მტკვარი, რომელსაც აქ ერთვის მდინარე ლიახვი (მარცხნიდან) და ტანა (მარჯვნიდან). სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: პატარა ლიახვი, მეჯუდა (ლიახვის მარცხენა შენაკადები) და თეძამი (მტკვრის მარჯვენა შენაკადი). ლიახვსა და მისი სისტემის მდინარეებს სათავე კავკასიონის სამხრეთ კალთაზე აქვთ, ხოლო ტანასა და თეძამს — თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით, ლიახვი საზრდოობს აგრეთვე მყინვარული წყლით. მდინარეების წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში. გორის მუნიციპალიტეტის მდინარეები გამოყენებულია სარწყავად და ენერგეტიკის მიზნით. გაყვანილია სარწვავი სისტემები: ტირიფონის, დოეს-გრაკალის, სკრა-ქარელის, სალთვისისა და სხვა არხები. ტირიფონის სარწყავ არხზე აგებულია ტირიფონჰესი.

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაკეზე გავრცელებულია ალუვიური (ძველი ალუვიური), მდელოს კარბონატული და ალუვიური ყავისფერი კარბონატული, ნიადაგები. თრიალეთის ქედის კალთაზე (ქვემოთ), მთისწინეთში და კვერნაქის ქედზე ტყის ყავისფერი ნიადაგებია. საშუალმთიან ზონაში განვითარებულია მცირე და საშუალო სისქის ტყის ყომრალი და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები. ტყის ზონის ზემოთ მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებია. აქა-იქ (კეერნაქზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე) გვხვდება სხეადასხვა ტიპის მცირე სისქის სუსტად განვითარებული ნიადაგები, რომლებიც ზოგან ძლიერადაა ჩამორეცხილი. ალუვიური ნიადაგები, ასევვ ტყის ყავისფერი ნიადაგები მაღალნაყოფიერია და გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის (ბაღები, ვენახები, მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული).

მცენარეული საფარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტის მცენარეულობა მრავალფეროვანია. ტერიტორიის 42,3% (58,8 ათ. ჰა) ტყე და ბუჩქნარია, ტყისშემქმნელი ჯიშებია: მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, ნაწილობრივ წიწვოვნებიც.[13] ვაკეზე ძირითადად კულტურული მცენარეულობაა, მაგრამ შერჩენილია ბუნებრივი მცენარეულობაც. მდინარეთა გასწერივ გვხვდება ჭალის ტყეები. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მცენარეულობის სიმაღლებრივი ზონალურობაა: მთისწინეთსა და კალთების ქვემო ნაწილში განვითარებულია მუხნარ-ჯაგრცხილნარი და ჯაგეკლიანები, უფრო ზემოთ — მუხნარ-რცხილნარი, რომელსაც ტყის ზოლის ზემო ნაწილში წიფლნარი ცვლის. არის წიწვიანებიც (ფიჭვნარი, ნაძვნარ-სოჭნარი). თრიალეთის ქედის თხემურ ნაწილში სუბალპური მდელოებია. მთისწინეთში, კვერნაქის ქედზე და ვაკეზე ფართოდაა გაერცელებული ჯაგეკლიანი მუხქნარი და ველის ბალახმცენარეულობა.

ცხოველთა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება გარეული ღორი, შველი, კეთილშობილი ირემი, კვერნა, მაჩვი, დედოფალა, მგელი, ტურა, მელა, მურა დათვი, ტყის კატა, ფოცხვერი, ფართოდ არიან გავრცელებული ციყვი, თაგვისებრი მღრღნელები, კურდღელი, ზღარბი, თხუნელასებრნი და სხვა; ფრინველებიდან აღსანიშნავია როჭო, გნოლი, კაკაბი, მიმინო, ქორი, შევარდენი, სვავი, ყორანი, ბეღურა, მწყერჩიტა და სხვა; ქვეწარმავლებიდანკუ, ნაირგვარი ხვლიკები და გველები; ამფიბიებიდან — ბაყაყი, გომბეშო, ვასაკა, ტრიტონი, თევზებიდანციმორი, მურწა, წვერა, ხრამული, ტობი და სხვა.

ძირითადი ლანდშაფტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტში განვითარებულია ოთხი სახის ლანდშაფტი: 1. ზომიერად მშრალი ჰავის სუბტროპიკული ვაკეების ჯაგეკლიანი სტეპი ალუვიურ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებზე, 2. ზომიერად მშრალი ჰავიანი ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთის ბუჩქოვან-სტეპიანი და მეჩხერტყიანი ლანდშაფტი ტყის ყავისფერ ნიადაგებზე, 3. ზომიერ ნოტიო ჰაერანი შერეულფოთლოვანი და წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის ლანდშაფტი ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე, 4. ბუჩქოვან-მდელოიანი სუბალპები.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნიკური შემადგენლობა (ქ. გორი, 2014)
ქართველები
  
95.6%
სომხები
  
1.7%
ოსები
  
1.2%
სხვა
  
1.5%
ეთნიკური შემადგენლობა (სოფლები, 2014)
ქართველები
  
96.9%
ოსები
  
1.5%
სომხები
  
0.6%
სხვა
  
1.0%
გარემოვაჭრე გორში

უკანასკნელი საყოველთაო აღწერის მონაცემებით (2014), გორის მუნიციპალიტეტში (ქ. გორის გარეშე) მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ ქართველები (96,9%), ცხოვრობენ აგრეთვე ოსები (1,5%), მცირე რაოდენობით — სომხები (0,6%) და სხვ. (1,0%). ქალაქ გორშიც უმრავლესობას წარმოადგენენ ქართველები (95,6%), შემდეგ მოდიან სომხები (1,7%), ოსები (1,2%) და სხვ. (1,5%).[14]

აღმსარებლობის მხრივ აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევარია (ქ. გორში 97,7%, სოფლებში 97,1%), შემდეგ მოდიან იეჰოვას მოწმეები (0,9% და 1,2%) და სხვ. (1,4% და 1,7%).[14]

სოფლებში კერძო შინამეურნეობათა რაოდენობამ — 23 263, ხოლო ერთწევრიანი შინამეურნეობების რაოდენობამ 4 127 შეადგინა. ქალაქ გორში შესაბამისად 15 021 და 2 581.[14]

მოსახლეობა წლების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი მოსახლეობა
1959 წ. აღწ 103 445[15]
1970 წ. აღწ. Increase2.svg 124 743[15]
1979 წ. აღწ Increase2.svg 135 694[15]
1989 წ. აღწ. Increase2.svg 149 759[15]
1991 Increase2.svg 151,4 ათ.[15]
წელი მოსახლ. 1 იანვ. საშ. წლ. მოსახლ. (ათ. კაცი) საყოველთ. აღწ.
1994 Increase2.svg 163,8 ათ.[16][კომ. 1] Increase2.svg 160,7[17][კომ. 1]
1995 Decrease2.svg 157,6 ათ.[16] Decrease2.svg 155,5[17]
1996 Decrease2.svg 153,4 ათ.[16] Decrease2.svg 151,2[17]
1997 Decrease2.svg 149,0 ათ.[16] Decrease2.svg 147,5[17]
1998 Decrease2.svg 145,9 ათ.[16] Decrease2.svg 144,4[17]
1999 Decrease2.svg 142,9 ათ.[16] Decrease2.svg 141,9[17]
2000 Decrease2.svg 140,9 ათ.[16] Decrease2.svg 138,5[17]
2001 Decrease2.svg 136,1 ათ.[16] Decrease2.svg 133,7[17]
2002 Decrease2.svg 131,4 ათ.[16] Decrease2.svg 131,0[17] Decrease2.svg 135 456[18]
2003 Decrease2.svg 130,7 ათ.[16] Decrease2.svg 130,5[17]
2004 Decrease2.svg 130,2 ათ.[16] Decrease2.svg 129,9[17]
2005 Decrease2.svg 129,5 ათ.[16] Decrease2.svg 129,2[17]
2006 Decrease2.svg 118,0 ათ.[16][კომ. 2] Decrease2.svg 117,7[17][კომ. 2]
2007 Decrease2.svg 117,5 ათ.[16] Decrease2.svg 117,3[17]
2008 Decrease2.svg 117,0 ათ.[16] Increase2.svg 122,2[17]
2009 Increase2.svg 127,3 ათ.[16][კომ. 3] Increase2.svg 127,1[17][კომ. 3]
2010 Decrease2.svg 127,0 ათ.[16] Decrease2.svg 127,0[17]
2011 Steady2.svg 127,0 ათ.[16] Decrease2.svg 126,7[17]
2012 Decrease2.svg 126,5 ათ.[16] Decrease2.svg 126,3[17]
2013 Decrease2.svg 126,1 ათ.[16] Decrease2.svg 126,0[17]
2014 Decrease2.svg 125,9 ათ.[16] Decrease2.svg 125,6[17] Decrease2.svg 125 692[1]
2015 Decrease2.svg 125,4 ათ.[16] Decrease2.svg 125,0[17]
2016 Decrease2.svg 124 674[15] Decrease2.svg 124,3[17]
2017 Decrease2.svg 123 841[15] Decrease2.svg 123,5[17]
2018 Decrease2.svg 123 233[15] Decrease2.svg 122,7[17]
2019 Decrease2.svg 122 193[15]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტისა და ცხინვალის რაიონის გაუქმების შემდეგ ამ რაიონის ტერიტორია შეუერთდა გორის მუნიციპალიტეტს და მოსახლეობა იმ სოფლებისა, რომლებსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა, შესაბამისად მიეწერა გორის რაიონს.
  2. 2.0 2.1 2005 წლის ბოლო მუნიციპალიტეტების რეფორმის შედეგად შეიქმნა და, შესაბამისად, ახლადვე შექმნილ გორის მუნიციპალიტეტს გამოეყო ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტები და ამ ტერიტორიების მოსახლეობა (დაახლ. 6,2 ათ კაცი) აღარ შედის ამ მონაცემებში.
  3. 3.0 3.1 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან გამოდევნილი მოსახლეობის ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აშენებულ დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში დაასახლეს და, შესაბამისად, ეს მოსახლეობაც ემატება აღწერის მონაცემებს.

ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტი (ქ. გორის გარეშე)
წელი სულ ქართველები ოსები სომხები რუსები აზერბაიჯანელები ბერძნები სხვა
1970[19] 76 562 69 240 5815 515 357 201 26 408
1979[20] 81 236 71 359 7935 773 354 557 123 135
1989[21] 81 685 71 955 7799 712 347 580 106 186
2002[22] 99 170 92 443 4905 742 366 567 45 102
2014[23] 77 549 75 160 1162 483 149 459 40 96
ქ. გორი
წელი სულ ქართველები ოსები სომხები რუსები აზერბაიჯანელები ბერძნები უკრაინელები ებრაელები სხვა
1970[19] 48 181 33 452 5763 2619 3616 106 75 2550
1979[20] 54 977 39 936 7155 2624 3342 114 96 485 1031 191
1989[21] 67 787 52 156 8222 2630 2791 162 131 489 1206
2002[22] 49 516 45 514 1500 1230 770 40 52 94 316
2014[23] 48 143 46 044 574 838 289 66 45 90 98 99

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპარლამენტო არჩევნები[წყაროს რედაქტირება]

საპარლამენტო არჩევნების შედეგები წლებისა და პოლიტიკური სუბიექტების მიხედვით
წელი ტიპი I ადგილი II ადგილი III ადგილი IV ადგილი V ადგილი წყარო
2008 პარტიული ნაციონალური მოძრაობა (74,86%) გაერთიანებული ოპოზიცია (10,25%) ლეიბორისტული პარტია (6,74%) ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (5,01%) რესპუბლიკური პარტია (2,3%) [24]
მაჟორიტარული გიორგი ტატიშვილი (ენმ, 71,81%) გიორგი მოსიძე (გაერთ. ოპოზიცია, 12, 06%) ბესიკი საბაშვილი (სლპ, 5,2%) დავით რაზმაძე (რესპ. პარტია, 5,24%) შალვა ტლაშაძე („ქართული პოლიტიკა“, 1,3%) [25][26]
2012 პარტიული „ქართული ოცნება“ (47,79%) ნაციონალური მოძრაობა (46,63%) ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (2,6%) ლეიბორისტული პარტია (1,68%) ახალი მემარჯვენეები (0,46%) [27]
მაჟორიტარული მალხაზ ვახტანგაშვილი (ქართული ოცნება, 47,33%) გიორგი ტატიშვილი (ენმ, 46,09%) ზურაბ როსებაშვილი (ქრისტ.-დემოკრ., 3%) მალხაზ მამესწარაშვილი (სლპ, 1,54%) იოსებ ბორცვაძე (ახალი მემარჯვენეები, 0,87%) [28][29]
2016
ოლქი №
41
პარტიული „ქართული ოცნება“ (46,57%) ნაციონალური მოძრაობა (27,02%) თავისუფალი დემოკრატები (5,74%) დემოკრატიული მოძრაობა (4,17) საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (3,65%) [30]
მაჟორიტარული თენგიზ ხუბულური (ქართული ოცნება, 41,56%) ბადრი ბასიშვილი (ენმ, 24,79%) ჯაბა იმერლიშვილი (საინიც. ჯგუფი, 8,68%) თეიმურაზ მურადაშვილი (თავისუფ. დემოკრ., 5,1%) მალხაზ ვახტანგაშვილი (ეროვნული ფორუმი, 4,23%) [31][32]
თენგიზ ხუბულური (73,86%) ბადრი ბასიშვილი (26,04%) ← მეორე ტური [33]
ოლქი №
42
პარტიული „ქართული ოცნება“ (41%) ნაციონალური მოძრაობა (23,73%) თავისუფალი დემოკრატები (14,03%) საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (4,56%) დემოკრატიული მოძრაობა (4,32) [30]
მაჟორიტარული იოსებ მაკრახიძე (ქართული ოცნება, 33,72%) ირაკლი ალასანია (თავისუფ. დემოკრ., 19,39%) ირაკლი ოქრუაშვილი (საინიც. ჯგუფი, 17,34%) ალექსი გოგლიძე (ენმ, 15,92%) შოთა წკრიალაშვილი (სახელმწიფო ხალხისათვის, 3,28%) [31][32]
იოსებ მაკრახიძე (84,89%) ირაკლი ალასანია (15,03%) ← მეორე ტური [33]

საპრეზიდენტო არჩევნები[წყაროს რედაქტირება]

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები წლებისა და პოლიტიკური სუბიექტების მიხედვით
წელი I ადგილი II ადგილი III ადგილი IV ადგილი V ადგილი წყარო
2008 მიხეილ სააკაშვილი (ენმ, 63,18%) ლევან გაჩეჩილაძე („თავისუფლება“, 18,08%) შალვა ნათელაშვილი (სლპ, 6,18%) ბადრი პატარკაციშვილი (5,12%) დავით გამყრელიძე („ახალი მემარჯვენეები“, 3,72%) [34]
2013 გიორგი მარგველაშვილი (ქართული ოცნება, 61,74%) დავით ბაქრაძე (ენმ, 19,16%) ნინო ბურჯანაძე (ერთიანი საქართველო, 12,02%) შალვა ნათელაშვილი (სლპ, 3,69%) გიორგი თარგამაძე (ქდმ, 1,54%) [35]
ბოლო არჩევნები
კანდიდატი I ტური II ტური
რაოდეობა % რაოდენობა %
გრიგოლ ვაშაძე
ენმ (ძალა ერთობაშია)
20 994 42,50 Increase2.svg 25 294 Decrease2.svg 38,01
სალომე ზურაბიშვილი
დამოუკიდებელი (ქართული ოცნების მხარდაჭერილი)
17 099 34,61 Increase2.svg 41 258 Increase2.svg 61,99
დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო
5822 11,79
შალვა ნათელაშვილი
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
2258 4,57
დავით უსუფაშვილი
თავისუფალი დემოკრატები (შენების მოძრაობა)
802 1,62
მიღებული ბიულეტენები 49 398 97,80 66 552 97,41
ბათილი ბიულეტენები 1487 2,92 1769 2,59
აქტივობა 50 909 45,61 Increase2.svg 68 344 Increase2.svg 61,06
ამომრჩეველი 111 623 100,00 111 930 100,00
წყარო: არჩევნების მონაწილეთა სტატისტიკური მონაცემები, არჩევნების შედეგები


მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი, რომელიც საერთო ხელმძღვანელობას უწევს მერიის საქმიანობას.[36]

ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მუნიციპალიტეტში 23 ტერიტორიული ერთეულია, ესენია:

  1. ქალაქი გორის ადმინისტრაციული ერთეულები: დევნილთა ჩასახლება, ვერხვების დასახლება, კვერნაქის დასახლება, კომბინატის დასახლების 1-ლი უბანი, კომბინატის დასახლების მე-2 უბანი, სადგური-ელექტროფიკაციის დასახლება, ცენტრალური დასახლების მე-2 უბანი, წმინდაწყლის (ვოლოგდის) მე-2 უბანი, წმინდაწყლის 1-ლი უბანი, ჭალა-წყაროსუბნის დასახლება, ცენტრალური დასახლების 1-ლი უბანი;
  2. ადმინისტრაციული ერთეული ბერბუკი — ბერბუკი, ზემო რეხა, თორტიზა, ქვემო რეხა, სვენეთი, ხელთუბანი;
  3. ადმინისტრაციული ერთეული კარალეთი — დიდი გარეჯვარი, კარალეთი, პატარა გარეჯვარი, სათბურების დასახლება;
  4. ადმინისტრაციული ერთეული შავშვები — ახალი ხურვალეთი, დიდი ხურვალეთი, ნადარბაზევი, ნაწრეტი, პატარა ხურვალეთი, ქვემო შავშვები, შავშვები, წითელუბანი;
  5. ადმინისტრაციული ერთეული მეჯვრისხევი — დიდი მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხითი, პატარა მეჯვრისხევი, მეჯუდისპირი, ფაბრიკის დასახლება;
  6. ადმინისტრაციული ერთეული მერეთი — გუგუტიანთკარი, ზარდიანთკარი, კარბი, კოშკა, მერეთი, ქერე;
  7. ადმინისტრაციული ერთეული სკრა — ბეთლემი, დიდი გორიჯვარი, კოშკები, პატარა გორიჯვარი, რიეთი, სკრა;
  8. ადმინისტრაციული ერთეული ტირძნისი — ბროწლეთი, ერგნეთი, თერგვისი, მეღვრეკისი, ტირძნისი;
  9. ადმინისტრაციული ერთეული დიცი — არბო, დიცი, ქორდი;
  10. ადმინისტრაციული ერთეული ტინისხიდი — თედოწმინდა, ორთაშენი, ტინისხიდი;
  11. ადმინისტრაციული ერთეული ვარიანი — არაშენდა, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი;
  12. ადმინისტრაციული ერთეული ქვახვრელი — ავკვეთი, ველები, უფლისციხე, ქვახვრელი;
  13. ადმინისტრაციული ერთეული შინდისი — ფხვენისი, ქვემო ხვითი, ყელქცეული, შინდისი;
  14. ადმინისტრაციული ერთეული ძევერა — სათემო, ქიწნისი, შერთული, ძევერა;
  15. ადმინისტრაციული ერთეული ზეღდულეთი — ახალშენი, ბერშუეთი, ზემო სობისი, ზეღდულეთი, კირბალი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო სობისი;
  16. ადმინისტრაციული ერთეული ახალუბანი — აძვი, ახალუბანი, ახრისი, მუმლაანთკარი, ქვემო არცევი, ქვეში, ციცაგიანთკარი, ჯარიაშენი;
  17. ადმინისტრაციული ერთეული ატენი — ბნავისი, გარდატენი, დეგეულა, დიდი ატენი, დრე, ზემო ქსოვრისი, იკვნევი, ოლოზი, პატარა ატენი, ღვარები, ღვედრეთი, წედისი, ჭეჭელაანთუბანი, ხანდისი, ჯებირი;
  18. ადმინისტრაციული ერთეული ნიქოზი — ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ნიქოზი;
  19. ადმინისტრაციული ერთეული მღებრიანი — ბორცვანა, დიდი წერეთი, დიდი ჭვარები, მღებრიანი, ოქიანი, პატარა წერეთი, პატარა ჭვარები, პიტნარა, სახორცე, ტამი, ჭანჭახა;
  20. ადმინისტრაციული ერთეული ბოშური — ბიისი, ბობნევი, გაიჩაანთუბანი, გაგლუანთუბანი, ზემო ბოშური, თხინალა, იფნარა, ლევიტანა, ორმოცი, ტუსრები, ფეტვისხევი, ქვემო ბოშური, ყველაანთუბანი;
  21. ადმინისტრაციული ერთეული საყავრე — გულხანდისი, დიდთავი, ზემო ახალსოფელი, ლული, ნადარბაზი, საყავრე, ფელი, ფიცესი, წითელიწყარო;
  22. ადმინისტრაციული ერთეული ტყვიავი — მარანა, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი;
  23. ადმინისტრაციული ერთეული ხიდისთავი — ხიდისთავი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა მრავალდარგოვანია. სპეციალიზებული დარგებია მებაღეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა. მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა მეხილეობა (უმთავრესად მოჰყავთ ვაშლი). აქაური ხილი გამოირჩევა შაქრიანობით, არომატულობითა და ტრანსპორტაბელობით. განვითარებულია მევენახეობა, ძირითადად გავრცელებულია ვაზის შამპანური ჯიშები. ნათეს ფართობში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საშემოდგომო ხორბალს, საკვებ ბალახებსა და სხვ. მოჰყავთ პარკოსანი კულტურები, უმთავრესად ლობიო. განვითარებულია მეცხოველეობა, კერძოდ, მესაქონლეობა, მეფრინველეობა; მისდევენ მეფუტკრეობას.

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოება შედარებით სუსტადაა განვითარებული. ძირითადად წარმოდგენილია კვების მრეწველობის საწარმოები. ბერბუკში, შინდისსა და კვარხითში არის საკონსერვო ქარხნები, ფუნქციონირებენ ღვინის, აგრეთვე საშენ მასალათა და ადგილობრივი მრეწველობის წვრილი საწარმოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა მცირე სიმძლავრის ტირიფონის ჰესი (აგებულია ტირიფონის სარწყავი არხის ვარდნილზე).

ქალაქ გორში მოქმედებს კვების მრეწველობის (პურ-პროდუქტების, ღვინის, უალკოჰოლო სასმელების, საკონსერვო) საწარმოები.[37]

ბუნებრივი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიახვის ხეობაში, სოფ. მერეთის და ტყვიავის მიდამოებში, მოიპოვება ბეტონის მსუბუქი შემავსებლები, რომლებიც გამოიყენება ცემენტის წარმოებაში; დიაბაზს მოიპოვებენ მდ. ვერის ხეობაში, იყენებენ ქუჩების მოსაკირწყლავად და მასალად; ინერტული მასალა — ქვიშა და ხრეში, რომელიც რეალიზდება სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებისათვის, მოიპოვება ხიდისთავის, ტინისხიდის, ბერბუკისა და თედოწმინდის მიდამოებში.[13]

სამკურნალო მინერალური და ბალნეოლოგიური გოგირდოვანი წყლებია სოფ. ბიისსა და გორიჯვარში.[13]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალი, ევროპის ავტომაგისტრალი E60 და სხვა საავტომობილო გზები.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონში 101 სახელმწიფო და 5 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული და 3 უმაღლესი სასწავლებელი (ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 85 ბიბლიოთეკა, 5 თეატრი და 6 მუზეუმი.

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: ზემო ნიქოზის ღვთაების კომპლექსი (V–XVII სს.), ატენის სიონის გუმბათოვანი ტაძარი (VII ს.), ვერეს ეკლესია გარდატენის მიდამოებში (VI ს., გადაკეთებულია XI ს-ში), მღებრიანის კლიკის ჯვრის (VII–VIII სს.), არბოს წმინდა გიორგის (X ს.), საორბისის (1152) ეკლესიები, უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი (ძვ. წ. ბოლო საუკუნეები – შუა საუკ.), გორის ციხე (ძვ. წ. III–II სს. – შუა საუკ.), გორიჯვრის ეკლესია და ციხე (ორივე შუა საუკუნეების), ბობნევის (1683), ბოშურის (შუა საუკუნეები), შინდისის, აშურიანის ეკლესიები: ქვახვრელის გამოქვაბული კომპლექსი (ადრინდელი ფეოდალური ხანა; ეკლესია — 1716), მეჯვრისხევის, ტირძნისის, ტყვიავის ციხე-დარბაზები (ყველა გვიანდელი ფეოდალური ხანა და სხვ.).

დაძმობილებული ქალაქები და მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები: დაძმობილებული მუნიციპალიტეტები:

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი ცალ-ცალკეა მოცემული, ვინაიდან მოცემულ მომენტში დღევანდელი მუნიციპალიტეტის ტერიტორია გაყოფილი იყო ორ ნაწილად (იხ. ისტორია).
  3. Ethnic composition of Georgia 2014
  4. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
  5. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
  6. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — გორის მუნიციპალიტეტი
  7. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი თვითმმართველი ერთეულების ჩამოყალიბება
  8. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები
  9. Climate: Gori. climatebase.ru. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2016.
  10. Tirdznisi climate. climate-data.org. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2020.
  11. Kvemo Boshuri climate. climate-data.org. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2020.
  12. Nadarbazi climate. climate-data.org. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2020.
  13. 13.0 13.1 13.2 სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა: გორის მუნიციპალიტეტი. economists.ge (2010). ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2020.
  14. 14.0 14.1 14.2 საქართველოს 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2018). ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2020.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 15.6 15.7 15.8 Georgia divisions. pop-stat.mashke.org. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2020.
  16. 16.00 16.01 16.02 16.03 16.04 16.05 16.06 16.07 16.08 16.09 16.10 16.11 16.12 16.13 16.14 16.15 16.16 16.17 16.18 16.19 16.20 16.21 მოსახლეობის რიცხოვნობა 1 იანვრის მდგომარეობით რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2020.
  17. 17.00 17.01 17.02 17.03 17.04 17.05 17.06 17.07 17.08 17.09 17.10 17.11 17.12 17.13 17.14 17.15 17.16 17.17 17.18 17.19 17.20 17.21 17.22 17.23 17.24 მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა თვითმმართველი ერთეულების მიხედვით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2020.
  18. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  19. 19.0 19.1 Ethnic composition: 1970 census. pop-stat.mashke.org. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2020.
  20. 20.0 20.1 Ethnic composition: 1979 census. pop-stat.mashke.org. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2020.
  21. 21.0 21.1 Ethnic composition: 1989 census. pop-stat.mashke.org. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2020.
  22. 22.0 22.1 Ethnic composition: 2002 census. pop-stat.mashke.org. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2020.
  23. 23.0 23.1 Ethnic composition: 2014 census. pop-stat.mashke.org. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2020.
  24. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები — პარტიული სია. საქართველოს არჩევნების მონაცემები. data.electionsportal.ge. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2020.
  25. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები — მაჟორიტარული. საქართველოს არჩევნების მონაცემები. data.electionsportal.ge. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2020.
  26. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის მაჟორიტალურ ოლქებში რეგისტრირებული კანდიდატები. ცესკო. cesko.ge (26 აპრილი, 2008). ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2020.
  27. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები — მაჟორიტარული. საქართველოს არჩევნების მონაცემები. data.electionsportal.ge. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2020.
  28. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები — პარტიული სია. საქართველოს არჩევნების მონაცემები. data.electionsportal.ge. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2020.
  29. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატები. ცესკო. cesko.ge (6 სექტემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2020.
  30. 30.0 30.1 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები — პარტიული სია. საქართველოს არჩევნების მონაცემები. data.electionsportal.ge. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2020.
  31. 31.0 31.1 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები — მაჟორიტარული. საქართველოს არჩევნების მონაცემები. data.electionsportal.ge. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2020.
  32. 32.0 32.1 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატები 29 სექტემბრის მდგომარეობით. ცესკო. cesko.ge (29 სექტემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2020.
  33. 33.0 33.1 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები — მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. საქართველოს არჩევნების მონაცემები. data.electionsportal.ge. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2020.
  34. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოს არჩევნების მონაცემები. data.electionsportal.ge. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2020.
  35. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოს არჩევნების მონაცემები. data.electionsportal.ge. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2020.
  36. გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (14 ნოემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2020.
  37. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 113, თბ., 2012 წელი.