დავით ონოფრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ონოფრიშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1999 – 2000
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
მემკვიდრეზურაბ ნოღაიდელი

დაბადებული8 იანვარი, 1961 (1961-01-08) (63 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, სსრკ
საარჩევნი ოლქიკასპის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები
პროფესიაეკონომისტი

დავით ონოფრიშვილი (დ. 8 იანვარი, 1961, თბილისი ) — ქართველი გეოგრაფი, ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი 1999-2000 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ონოფრიშვილი სწავლობდა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ და 102-ე საშუალო სკოლებში. 1984 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით. 1991 წელს დაამთავრა მოსკოვის სახალხო მეურნეობის პროგნოზირების ინსტიტუტის ასპირანტურა. 1994 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივი სკოლის (SIPA) მაგისტრატურა ეკონომიკური პოლიტიკის მართვის სპეციალობით.

1984-1991 წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 1992-1993 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტში. 1994-1995 წლებში ონოფრიშვილი მუშაობდა მსოფ­ლიო ბან­კის ექ­სპერ­ტ-­კონ­სტულ­ტანტად საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და წაგებიან საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროექტებზე.

1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. იყოეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე. 1999-2000 წლებში ონოფრიშვილი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. იმავდროულად იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.

2000-2002 წლებში ონოფრიშვილი არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი ფისკალურ საკითხებში. 2003 წელს გახდა ვანდერბილთის უნივერსიტეტის (ნეშვილი) ასოცირებული პროფესორი. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

2009 წლიდან არის თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (კასპის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]