საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ევრაზიის სატრანსპორტო არტერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას.
შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ორი კონტინენტის სარკინიგზო ტრანსპორტით დაკავშირების იდეა XIX საუკუნის 30-ან წლებში გაჩნდა, მისი განხორციელება კი 1865 წელს დაიწყო. 1871 წ. ფოთი-ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა, 1872 წლის 10 ოქტომბერს კი ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩავიდა. ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის „დაბადების დღედ“.
ამ დღიდან დაწყებული, საქართველოს რკინიგზის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. შენდება რკინიგზის ხაზის განშტოებები: რიონი-ქუთაისი (1877 წ.), რიონი-ტყიბული (1887 წ.) და ზესტაფონი-ჭიათურა (1895 წ.). 1890 წლის 16 სექტემბერს დასრულდა წიფის ორლიანდაგიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც იმ დროისათვის უნიკალურ ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნება. საქართველოს რკინიგზის მშენებლობის მეორე ეტაპს განეკუთვნება თბილისი-ბაქოს სარკინიგზო ხაზი, რომელიც 1883 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ამ მოვლენამ შავი ზღვის საშუალებით, კერძოდ კი ბათუმის პორტიდან, აზერბაიჯანის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს ჩაუყარა საფუძველი. 1899 წელს გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა საქართველოსა და სომხეთს შორის.
განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბორჯომის ხეობა ყოველთვის წარმოადგენდა განსაკუთრებული ინტერესის საგანს, რასაც მისი საკურორტო თვისებები და მსოფლიოში ცნობილი მინერალური წყალი „ბორჯომი“განაპირობებდა. ჯერ კიდევ 1894 წლის 30 აგვისტოს გაიხსნა ხაშური-ბორჯომის სარკინიგზო უბანი, რასაც 1902 წელს დაემატა ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს დღესაც ემსახურება.
საქართველოს რკინიგზა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
კახეთის სარკინიგზო ხაზმა, რომლის მშენებლობა 1913 წელს დაიწყო და 1915 წელს დასრულდა, საქვეყნოდ ცნობილი ღვინოების („მუკუზანი“, „წინანდალი“, „რქაწითელი“, „მანავის მწვანე“და სხვ.) მწარმოებელი რაიონები მოიცვა. იგეგმებოდა რკინიგზის ხაზის გაგრძელება სიღნაღიდან ბაქოს მიმართულებით. კახეთის რკინიგზის მშენებლობა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობამ (ხელმძრვანელი კონსტანტინე აფხაზი) და საადგილმამულო ბანკმა დააფინანსა. მშენებლობა 17801847 მანეთი დაჯდა. იმპერიაში „მშრალი კანონის“ შემოღებამ კახეთის რკინიგზის ტვირთბრუნვა შეამცირა
1923 წელს „ფერლის“ სერიის ელმავლები „ე“ და „სუ“ სერიის ორთქმავლებით შეიცვალა. სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციასთან ერთად, ექსპლოატაციაში შემოვიდა „ჯენერალ ელექტრიკის“ ფირმის „ს-10“ სერიის ელმავლები. 1932 წელს ხაშურში აშენდა პირველი საელმავლო დეპო, სადაც „ვლ-19“ სერიის პირველმა საბჭოთა ელმავალმა გამოცდა გაიარა. ამჟამად ეს პირველი ელმავალი ხაშურის სადგურში, კვარცხლბეკზეა დამონტაჟებული. საქართველოს რკინიგზის ისტორიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი 1932 წლის 16 აგვისტოა, ამ დღეს — საბჭოთა კავშირში პირველად — სურამის უღელტეხილზე პირველმა ელმავალმა გაიარა. ამ დღიდან დაიწყო სარკინიგზო უბნების ელექტრულ წევაზე ეტაპობრივი გადასვლის პროცესი, რაც 1967 წლის ნოემბერში იქნა დასრულებული. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შედეგია ის, რომ მოხდა საქართველოს რკინიგზის ყველა უბანის, მათ შორის ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი ხაზის ელექტროფიცირება.
1974 წლიდან რკინიგზაზე მოძრაობას იწყებს თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის მიერ გამოშვებული თანამედროვე „ვლ-10“ და „ვლ-11“ სერიის ელმავლები.
ქვეყნის მრეწველობისა და აგრარული მეურნეობის წამყვანი დარგების: მევენახეობა-მებაღეობის, მეციტრუსეობის, მეჩაიეობის სწრაფ განვითარებას ახალი სარკინიგზო ხაზების მშენებლობა მოჰყვა. ეს იყო ნატანები-ოზურგეთი (1924 წ.), ბროწეულა-წყალტუბო (1935 წ.), სენაკი-ინგირი-გალი (1930 წ.), გალი-ოჩამჩირე-სოხუმი (1938 წ.), გორი-ცხინვალი (1940 წ.).
მეორე მსოფლიო ომის დროს დაწყებულმა სოხუმი-ადლერის რკინიგზის ხაზის მშენებლობამ საქართველოს რკინიგზა რუსეთის სარკინიგზო ქსელთან დააკავშირა. ეს მშენებლობა 1949 წელს დასრულდა. 1946—1949 წწ. კავშირგაბმულობის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის განვითარების ხანაა — პრაქტიკაში ინერგება ავტომატური ბლოკირების, ისრებისა და გორაკის ელექტრული ცენტრალიზაციის სისტემები, სამატარებლო და სამანევრო რადიოკავშირები.
1986 წლის 31 დეკემბერს დამთავრდა მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.
საქართველოს რთულმა გეოგრაფიულმა რელიეფმა მრავალი ხელოვნური საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა განაპირობა, მათი რიცხვი 3700-ს აღემატება, საერთო სიგრძე კი 108 კილომეტრია.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „საქართველოს რკინიგზა“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- კახეთის რკინიგზის რუკა საქართველოს ეროვნული არქივი