ბაქო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ბაქო
აზერ. Bakı
Baku Montage.jpg
დროშა გერბი
Baku fahne.png Coat of arms of Baku.svg

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი აფშერონი
კოორდინატები 40°21′59″ ჩ. გ. 49°50′06″ ა. გ. / 40.3666556° ჩ. გ. 49.8351833° ა. გ. / 40.3666556; 49.8351833
მერი ჰაჯიბალა აბუტალიბოვი
დაარსდა V საუკუნე
პირველი ხსენება მე-5 საუკუნე
ფართობი 2,130 კმ²
ცენტრის სიმაღლე -28 მეტრი
მოსახლეობა 2,181,800 (2014)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 12
საფოსტო ინდექსი AZ1000
საავტომობილო კოდი 10, 90, 99
ოფიციალური საიტი http://www.bakucity.az/
ბაქო — აზერბაიჯანი
ბაქო

ბაქო (აზერ. Bakı [bɑˈcɯ], ბაქი — ქარიანი ადგილი) — აზერბაიჯანის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri Şəhər), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით იყო 2.0 მილიონი[1], აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.

ისტორიული ცნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქო პირველად V საუკუნის წყაროებში იხსენიება. IX-X საუკუნეებში მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არაბი გეოგრაფები (ალ-ისტახი, ალ-მასუდი, ალ-მუკადასი). აქ უკვე მაშინ იღებდნენ ნავთობს. XII საუკუნის II ნახევარში ბაქო ერთხანს შირვანის სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. XII-XV საუკუნეებში ბაქოდან ნავთობი გაჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებში. ბაქო მნიშვნელოვანი სავაჭრო ნავსადგური იყო. XV-XVI საუკუნეებში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ შეუვალ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. 1540 წელს ბაქო სეფიანთა ჯარებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 80-იან წლებში ოსმალეთი ფლობდა. 1604 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა ციხესიმაგრე დაანგრია, მაგრამ მალე ისევ აღადგინა. XVII საუკუნეში ბაქო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბაქო&oldid=3502850“-დან