შინაარსზე გადასვლა

ხალდეს მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხალდეს მყინვარი
კოორდინატები: 42°59′55″ ჩ. გ. 43°02′43″ ა. გ. / 42.99861° ჩ. გ. 43.04528° ა. გ. / 42.99861; 43.04528
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
ფართობი 11,6 კმ²
სიგრძე 7,4 კმ
ტიპი ხეობური
ხალდეს მყინვარი — საქართველო
ხალდეს მყინვარი
ხალდეს მყინვარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ხალდეს მყინვარი

ხალდეს მყინვარიხეობის რთული ტიპის სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიციის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — ხალდეჭალის სათავეში. სიგრძე 7,4 კმ, ფართობი 11,6 კმ². ფირნის ველი შემოფარგლულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლესი მწვერვალებით (შხარა, აღმოსავლეთი ჯანღა, ჯანღა, შოთა რუსთაველის მწვერვალი და სხვა), რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 5000 მ-ს აღემატება.

ზემო ნაწილში ხალდეს მყინვარი წარმოდგენილია სამი ყინულვარდნილით, რომლებიც დიდი ნაპრალიანობით ხასიათდებიან. ყინულვარდნილთა შეერთება ხდება 2800 მეტრზე. ქვემოთ კი მყინვარის ენა იცვლის მიმართულებას სამხრეთ-დასავლეთისაკენ და ბოლოვდება 2545 მეტრის სიმაღლეზე. სამივე მყინვარის შეერთების ადგილას მყინვარი ფართოვდება და ვრცელ მოედანს აჩენს, რომლის ქვემოთ მყინვარი ერთ მძლავრ ნაკადად მოედინება. ხალდეს მყინვარის ენის ბოლო დაფარულია სქელი მორენული საფარით და მყინვარის ზედაპირს ინტენსიური დნობისაგან იცავს. მყინვარიდან გამოდის მდინარე ხალდეჭალა.

  • ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;