პტიშის უღელტეხილი
პტიშის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°13′09″ ჩ. გ. 41°41′52″ ა. გ. / 43.219250° ჩ. გ. 41.6980389° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2995 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
პტიში — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 2995 მ. პტიშის უღელტეხილი აგებულია ქვედა პალეოზოური მეტამორფული ფიქლებით. აკავშირებს მდინარეების სამხრეთ პტიშისა (ჩხალთის აუზი) ჩრდილოეთ პტიშის (ამანაუზის აუზი) ხეობებს საცალფეხო ბილიკით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 224.