შავანის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავანის ქედი
შანი
შანი
კოორდინატები: 42°40′33″ ჩ. გ. 44°45′27″ ა. გ. / 42.67583° ჩ. გ. 44.75750° ა. გ. / 42.67583; 44.75750
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი შანი
სიმაღლე 4491 
შავანის ქედი — საქართველო
შავანის ქედი

შავანის ქედი ან შანის ქედი — ქედი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი შტოქედი. წარმოადგენს კავკასიონის ჩრდილოეთ გამყოლი ქედის შემადგენელ ერთეულს, მდინარეების ხდისა და არმხის (თერგის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფს. მაქსიმალური სიმაღლე 4491 მეტრი (მწვერვალი შანი).

ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზე დაკიდებული მყინვარებია, მყინვარებისაგან თვისუფალი ადგილები კლდოვანია ან ღორღნალებითა და ალპური მდელოს ბალახეულითაა დაფარული.

შავანის ქედზე გაბატონებულია მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]