შხელდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შხელდა
მწვერვალი შხელდა ჩრდილოეთი მხრიდან
მწვერვალი შხელდა ჩრდილოეთი მხრიდან
კოორდინატები: 43°09′ ჩ. გ. 42°39′ ა. გ. / 43.150° ჩ. გ. 42.650° ა. გ. / 43.150; 42.650
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4310 
ქედი სვანეთის კავკასიონი
შხელდა — საქართველო
შხელდა
შხელდა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
შხელდა

შხელდა — კლდოვანი მასივი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარეების დოლრისა (ენგურის მარჯვენა შენაკადი) და ადილსუს (ბაქსანის მარჯვენა შენაკადი) აუზში, უშბის მყინვარის სათავეებში. შხელდას აქვს ხუთი მწვერვალი: აღმოსავლეთის — 4322 მ, ცენტრალური — 4310 მ, დასავლეთის მე-3 — 4280 მ, დასავლეთის მე-2 — 4300 მ, დასავლეთის — 4129 მ. უმაღლესია ცენტრალური შხელდა. შხელდის დასავლეთით მდებარეობს შხელდის უღელტეხილი (3950 მ). აგებულია პალეოზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. აქვს შვეული ქარაფები, კალთები ნაწილობრივ დაფარულია დაკიდებული მყინვარებით. ჩრდილოეთ ფერდობზე ეშვება მყინვარი შხელდა. საბჭოთა ალპინისტები შხელდაზე პირველად ავიდნენ 1936 წელს. 1977 წელს ცენტრალურ შხელდაზე ასვლისას დაიღუპა ალპინისტთა ჯგუფი ლენინგრადიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]