ბაშილის უღელტეხილი
იერსახე
ბაშილის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°08′46″ ჩ. გ. 42°51′56″ ა. გ. / 43.146167° ჩ. გ. 42.865639° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3442 მ |
ქედი | კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ქვედა პალეოზოური გრანიტოიდი |
ბაშილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მწვერვალ ბაშილიდან სამხრეთისაკენ მიმართულ შტოქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3442 მ. აკავშირებს ლეხზირისა და ტვიბერის მყინვართა აუზებს. ბაშილის უღელტეხილი აგებულია ქვედა პალეოზოური გრანიტოიდებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარგველანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 380.