ჭანჭახის მყინვარი
კოორდინატები: 42°44′48″ ჩ. გ. 43°47′35″ ა. გ. / 42.74667° ჩ. გ. 43.79306° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
ფართობი | 2,0 კმ² |
სიგრძე | 2,0 კმ |
ჭანჭახის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ ჭანჭახისწვერის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 2,0 კმ, ფართობი 2,0 კმ². მყინვარის ენა ოთხი ნაკადისაგან შედგება და მთავრდება 3000 მ სიმაღლეზე. ჭანჭახის მყინვარის ფირნის ხაზის სიმაღლე 3450 მ. მყინვარიდან გამოედინება მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი — ჭანჭახი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გობეჯიშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 383.
|