ლალვერი
ლალვერი | |
---|---|
![]() ლალვერი | |
კოორდინატები: 43°04′15″ ჩ. გ. 43°00′58″ ა. გ. / 43.07083° ჩ. გ. 43.01611° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
სიმაღლე | 4350 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლალვერი — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 4350 მ. ლალვერი აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზაა სამხრეთიდან წანერის მყინვარით (მდინარე ენგურის აუზი), ჩრდილოეთიდან — ბეზენგის მყინვარით (მდინარე ბეზენგის ჩერეკის აუზი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 113.