ჭაუხის მყინვარი
ჭაუხის მყინვარი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°32′22″ ჩ. გ. 44°47′07″ ა. გ. / 42.53944° ჩ. გ. 44.78528° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| ქედი | ჭაუხის ქედი |
| ფართობი | 0,5 კმ² |
| სიგრძე | 1,3 კმ |
| ტიპი | კარული |
ჭაუხის მყინვარი — კარული ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, ჭაუხის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადის — ჯუთისწლის სათავეში. სიგრძე 1,3 კმ, ფართობი 0,5 კმ². ჭაუხის მყინვარი იკვებება მწვერვალ ჭაუხის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. მყინვარიდან გამოედინება მდინარე ჭაუხისწყალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 387.
| |||||