ხევსურეთის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხევსურეთის ქედიქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი შტო-ქედი. წარმოადგენს მდინარეების ასასა და არღუნის წყალგამყოფს. კავკასიონის მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალ ცროლთან. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. თხემზე აღმართულია მწვერვალები: მახისმაღალი, გომღისმაღალი, მალალებისმაღალი (3900-4000 მ). შუა ნაწილზე მდებარე ისართღელის უღელტეხილი აერთიანებს არხოტ-არდოტის თემებს. მყინვარები მცირეა და თავმოყრილია აღმოსავლეთ კალთაზე. შემორჩენილია მყინვარული ფორმები. ქედის კალთები შემოსილია ალპური მდელოს ბალახეულით, თხემი და ფერდობთა მაღალი ნაწილები კლდოვანია ან მორენებითა და ქვაყრილებით არის მოფენილი, რომლებიც პერიგლაციალური პროცესების სფეროშია მოქცეული.

ხევსურეთის ქედის დაბალი და ჩრდილოეთის მცირე ნაწილი მოქცეულია ინგუშეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფარგლებში. ქედის უმაღლესი მწვერვალია მთა მახისმაღალი 4007 მ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]