ბუბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუბა (მრავალმნიშვნელოვანი).
ბუბა
კოორდინატები: 42°45′31″ ჩ. გ. 43°46′37″ ა. გ. / 42.75861° ჩ. გ. 43.77694° ა. გ. / 42.75861; 43.77694
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4419 
ქედი რაჭის კავკასიონი
ბუბა — საქართველო
ბუბა
ბუბა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ბუბა

ბუბა — მწვერვალი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მამისონის უღელტეხილის ჩრდილო-დასავლეთით. სიმაღლე 4419 მ. აგებულია პალეოზოური კრისტალური ქანებით, უმთავრესად გრანიტოიდებით. აქვს კლდოვანი და მყინვარული რელიეფი. ბუბის სამხრეთ კალთაზეა მყინვარები: ბუბა, თბილისა და სხვა, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადის — ბუბისწყლის მრავალი შენაკადი. ბუბის ქვემო კალთები შემოსილია ალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბუბა&oldid=3475862“-დან