ბაშყარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაშყარა
კოორდინატები: 43°10′35″ ჩ. გ. 42°44′21″ ა. გ. / 43.17639° ჩ. გ. 42.73917° ა. გ. / 43.17639; 42.73917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4162 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ბაშყარა — საქართველო
ბაშყარა
ბაშყარა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ბაშყარა

ბაშყარა — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, საქართველოსა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე, ნივალურ ზონაში. სიმაღლე 4162 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ბაშყარიდან ადილსუს ხეობაში (ბაქსანის აუზი) ეშვება ამავე სახელწოდების მყინვარი, ხოლო სამხრეთით მესტიაჭალის ხეობაში (ენგურის აუზი) — ლეხზირის მყინვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]