ქედი
იერსახე

ქედი, მთიანი ქედი — დედამიწის ზედაპირის დიდი ამოზიდული ფორმა, მთების ერთობლიობა, რომელსაც აქვს გრძივი განფენილობა და მკაფიოდ გამოხატული თხემი, ერთიანი წყალგამყოფი ხაზის სახით, რომლის გასწვრივ განლაგებულია მნიშვნელოვანი მწვერვალები, და ფერდობები, რომლებიც ურთიერთსაწინამღდეგოდ არიან მიმართულნი. როგორც წესი, ქედი შედის მთიანეთის შემადგენლობაში. ქედის სიმაღლე, სიგრძე და ფორმა დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, განვითარების ისტორიასა და ფენების ლითოგრაფიულ შემადგენლობაზე.
საქართველოს მნიშვნელოვანი ქედები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ქედი | მაქს. სიმაღლე (მ) | მწვერვალი | |
| 1 | კავკასიონი | 5203 | შხარა |
| 2 | ხოხის ქედი | 5047 | მყინვარწვერი |
| 3 | პირიქითი ქედი | 4493 | თებულოსმთა |
| 4 | ყუროს ქედი | 4091 | ყურო |
| 5 | სვანეთის ქედი | 4009 | ლაჰილი |
| 6 | ლეჩხუმის ქედი | 3580 | სამერცხლე |
| 7 | გერმუხის ქედი | 3339 | მანგაავცაგი |
| 8 | კოდორის ქედი | 3313 | ხოჯალი |
| 9 | სამსრის ქედი | 3301 | დიდი აბული |
| 10 | გაგრის ქედი | 3295 | აგეფსთა |
| 11 | ლიხის ქედი | 2471 | რიბისი |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 497.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||