შინაარსზე გადასვლა

ნაქერალის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაქერალა (მრავალმნიშვნელოვანი).
ნაქერალის ქედი
ნაქერალის ქედი (ხედი ჩრდილოეთიდან)
ნაქერალის ქედი (ხედი ჩრდილოეთიდან)
კოორდინატები: 42°15′58″ ჩ. გ. 45°25′40″ ა. გ. / 42.266250° ჩ. გ. 45.427917° ა. გ. / 42.266250; 45.427917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
თელავის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი დიდგვერდი
სიმაღლე 3334 
ამგებელი ქანები ასპიდური ფიქალი და თიხაფიქალი, ქვიშაქვა და არკოზული ქვიშა
ნაქერალის ქედი — საქართველო
ნაქერალის ქედი
ნაქერალის ქედი — კახეთის მხარე
ნაქერალის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

ნაქერალის ქედიქედი საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება, მდინარეების სტორისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი) და ალაზნის წყალგამყოფი. აგებულია ქვედა და შუაიურული ასპიდური ფიქლებითა და თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და არკოზული ქვიშების ლინზებით. ჩრდილოეთი მონაკვეთის დასავლეთი კალთა ინტენსიური გამოფიტვა-გადარეცხვის ობიექტია. დასერილია მრავალრიცხოვანი მდინარეების ვიწრო ხევებით. ჩრდილოეთ კალთაზე მყინვარული ფორმები — ცირკებია. თხემური ზოლი და ჩრდილოეთი მონაკვეთის კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით, დანარჩენი კალთები — ფოთლოვანი ტყით, სადაც ჭარბობს წიფელი.