საფრიჭის უღელტეხილი
საფრიჭის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°14′32″ ჩ. გ. 41°34′55″ ა. გ. / 43.24222° ჩ. გ. 41.58194° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3550 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
საფრიჭის უღელტეხილი, სოფრუჯუს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 3550 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. საფრიჭის უღელტეხილი მდინარე ჩხალთის ხეობას (აფხაზეთის არ) აკავშირებს მდინარე ამანაუზის (რუსეთი) ხეობასთან.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 170.