ენგურის მყინვარი
ენგურის მყინვარი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°57′54″ ჩ. გ. 43°07′50″ ა. გ. / 42.96500° ჩ. გ. 43.13056° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| ქედი | კავკასიონი |
| ფართობი | 3,5 კმ² |
| სიგრძე | 3,1 კმ |
| ტიპი | ხეობური |
ენგურის მყინვარი, ენგურ-უხვანი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 3,1 კმ, ფართობი 3,5 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2730 მ სიმაღლეზე. ფირნის ხაზის სიმაღლეა 3550 მ. ენგურის მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე ენგურის ერთ-ერთი მდგენელი.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 63.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 671.
| |||||