საძოვრების ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თარგი:ინფოდაფა ქედი საძოვრების ქედი (რუს. Пастбищный хребет) — ქედი კავკასიონის ჩრდილოეთ კალთის დასავლეთ და ცენტალურ ნაწილში (რუსეთი, სტავროპოლის მხარე). გადაჭიმულია კლდოვანი ქედის ჩრდილოეთით. ვრცელდება მდინარე ბელაიას ხეობიდან (დასავლეთით) მდინარე არღუნის (აღმოსავლეთით) ხეობამდე. კუესტური ხასიათისაა. სიგრძე 755 კმ. სიმაღლე 1200-1500 მ. მაქსიმალური 2430 მ. თხემური ნაწილი აგებულია ზედაცარცული კირქვებით და მტკიცე მერგელებით. მისი ჩრდილოეთ კალთა დამრეცია, ხოლო სამხრეთი — ციცაბო. ფერდობებზე არის მთის სტეპები და მდელოები.

საძოვრების ქედის სისტემაში შედის ბორღუსტანისა და ჯინალის ქედები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]