ტვიბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტვიბერი
კოორდინატები: 43°07′21″ ჩ. გ. 42°51′26″ ა. გ. / 43.1227000° ჩ. გ. 42.8574694° ა. გ. / 43.1227000; 42.8574694
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
ფართობი 24,7 კმ²
სიგრძე 9,5 კმ
მდგომარეობა პულსაციური
ტვიბერი — საქართველო
ტვიბერი
ტვიბერი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ტვიბერი

ტვიბერი — მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობვს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — მულხურას აუზში. სიგრძე 9,5 კმ, ფართობი 24,7 კმ². მყინვარის ენის სიმაღლე 2150 მ. ტვიბერი ხეობის ტიპის პოლისინთეზური მყინვარია. აქვს მრავალი შენაკადი: ლასხედარი, ირითი, ასმაში, თოთი, სერი და სხვა. მთავარ ტოტს სათავეში ეწოდება ლიჭადი, შუაში — ძინალი, ქვემოთ — ტვიბერი. ზედაპირის უმეტესი ნაწილი დაფარულია მორენული მასალით. საზრდოობს მწვერვალების კულაკთაუს, ბაშილის, თოთის, სვეტღარის, ასმაშისა და ბანგურიანის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით და თოვლის ზვავებით. მყინვარიდან გამოდის მდინარე ტვიბერი (მულხრის მარჯვენა შენაკადი).

მყინვარი ასიოდე წლის წინ რამდენიმე მყინვარული ნაკადისგან შედგებოდა და უდიდესი იყო კავკასიაში. მყინვარის ენა ინტენსიურად იხევს უკან, რასაც ხეობის რთული ტიპის მყინვარის დაშლა მოჰყვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]