ნამყვამი
ნამყვამი | |
---|---|
კოორდინატები: 42°58′09″ ჩ. გ. 43°08′44″ ა. გ. / 42.96917° ჩ. გ. 43.14556° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4282 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ნამყვამი, ნუამყვამი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეში. სიმაღლე 4282 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქვედა ქალთაზე ალპური მდელოებია, ზედაზე — სუბნოვალური და ნივალური ლანდშაფტები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 310.