სამერცხლე
იერსახე
| სამერცხლე | |
|---|---|
სამერცხლე | |
| კოორდინატები: 42°42′54″ ჩ. გ. 43°10′58″ ა. გ. / 42.71500° ჩ. გ. 43.18278° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 3584 მ |
| მთის მასივი | ჭუთხარო-სამერცხლეს მასივი |
| ამგებელი ქანები | პორფირიტი და მისი ტუფი |
სამერცხლე — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭუთხარო-სამერცხლეს სინკლინურ მასივზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3584 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით და მისი ტუფებით. რელიეფი დაკბილულია, ძნელად მისადგომი და მოკლებულია ნიადაგ-მცენარეულ საფარს. სამერცხლეს ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე არის დაკიდული მყინვარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემანიშვილი, ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 717.