მიჟირგი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მიჟირგი | |
---|---|
კოორდინატები: 43°02′39″ ჩ. გ. 43°08′57″ ა. გ. / 43.04417° ჩ. გ. 43.14917° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 5025 მ |
ქედი | ბეზენგის კედელი |
მიჟირგი, მიჟირგი-თაუ (რუს. Мижирги; ყარაჩ.-ბალყ. Мижерген — „შემაერთებელი“) — მწვერვალი რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. აღმართულია ცენტრალურ კავკასიონზე, ბეზენგის კედელზე. აქვს ორი მწვერვალი: დასავლეთის (5025 მ) და აღმოსავლეთის (4927 მ).[1] დასავლეთ მიჟირგის კალთების დახრილობა იმგვარია, რომ მხოლოდ რამდენიმე ადგილში მოჩანს კლდის შვერილი. თხემი ნაზია და ეშვება ციცაბო კედლის სახით. მიჟირგი კავკასიონის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია.[2]