ლასხედარის უღელტეხილი
იერსახე
ლასხედარის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°09′28″ ჩ. გ. 42°53′28″ ა. გ. / 43.15778° ჩ. გ. 42.89111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3500 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლასხედარი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მწვერვალ ბაშილისა და ტვიბერის უღელტეხილს შორის, ბაშილისა და ტვიბერის მყინვართგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3500 მ. დაფარულია მუდმივი თოვლით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 134.