სერის მყინვარი
კოორდინატები: 43°05′55″ ჩ. გ. 42°50′06″ ა. გ. / 43.09861° ჩ. გ. 42.83500° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 5,08 კმ² |
სიგრძე | 4,9 კმ |
ტიპი | კარულ-ხეობური |
სერის მყინვარი — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — მულხრის აუზში. უერთდება მყინვარ ტვიბერს მარჯვენა მხრიდან. სიგრძე 4,9 კმ, ფართობი 5,08 კმ². საზრდოობს მწვერვალების ასმაშისა და ბანგურიანის კალთებიდან ჩამონადენი მყინვართა ნაკადებით. სერის მყინვარზე მისასვლელი გზა ადის სოფელ ჟაბეშიდან.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 299.
|