სანჩარო
სანჩარო | |
---|---|
კოორდინატები: 43°25′55″ ჩ. გ. 40°55′36″ ა. გ. / 43.43194° ჩ. გ. 40.92667° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2992 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
სანჩარო — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 2992 მ. აგებულია მეზოზოური ასაკის გრანიტებით, აპლიტებითა და პეგმატიტებით. დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტი. გადადის საცალფეხო გზა მდინარე ბზიფის ხეობიდან (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მდინარე დიდი ლაბის ხეობაში (ყარაჩაი-ჩერქეზეთი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 91.