ბზიფის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბზიფი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბზიფის ქედი
ბზიფის ხეობა
ბზიფის ხეობა
კოორდინატები: 43°20′00″ ჩ. გ. 40°44′00″ ა. გ. / 43.33333° ჩ. გ. 40.73333° ა. გ. / 43.33333; 40.73333
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
უმაღლესი წერტილი კაპიშისტრა
სიმაღლე 3156 
ბზიფის ქედი — საქართველო
ბზიფის ქედი

ბზიფის ქედიკავკასიონის სამხრეთი გვერდითი ქედი, გამოეყოფა მთავარ წყალგამყოფ ქედს მდინარეების ბზიფისა და ჩხალთის სათავეებთან. მიმართულია ზოგადად დასავლეთისაკენ და ბოლოვდება ბზიფის მარცხენა სანაპიროზე მდინარე გეგის შესართავსა და სოფელ კალდახვარს შორის, უმაღლესი მწვერვალი კაპიშისტრა ანუ ხიმსა (3156 მ).

ბზიფის ქედი იყოფა სამ ნაწილად. აღმოსავლეთი ნაწილი უმაღლესია, აგებულია ბაიოსის პორფირიტული წყებით, დაფარულია თანამედროვე მცირე მყინვარებით, ძველი გამყინვარების მკაფიო წარმონაქმნებით, შემოსილია ალპური მდელოებით. შუა ნაწილი უდაბლესია, აგებულია იურილი წყებებით, დაფარულია ტყეებით. აქ მდებარეობს უღელტეხილი დოუ და აჭავჭარა. დასავლეთი ნაწილი შუალედური სიმაღლისაა (მთა ჯიშრა), აგებულია ქვედაცარცულ-ზედაიურული კირქვებით. ემჩნევა ძველი გამყინვარების ნიშნები. ინტენსიურადაა დაკარსტული, მოკლებულია ზედაპირულ ჰიდროგრაფიის ქსელს. მის ძირში გამოდის მდინარე მჭიშთა. კალთები შემოსილია ტყით. თხემზე ალპური მდელოებია. მთა ჯიშრასთან მდებარეობს ღრმა კარსტული უფსკრული „თოვლიანი“ (სიღრმე 1760 მ).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]