რაჭის ქედი
| რაჭის ქედი | |
|---|---|
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
| კოორდინატები: 42°28′23″ ჩ. გ. 43°27′42″ ა. გ. / 42.473111° ჩ. გ. 43.461917° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე შიდა ქართლის მხარე იმერეთის მხარე |
| უმაღლესი წერტილი | მაჩხარახოხი |
| სიმაღლე | 3007 მ |
| სიგრძე | 85 კმ |
| ამგებელი ქანები | ფიქალი, პორფირიტი და კირქვა |
რაჭის ქედი — გასწვრივი გვერდითი ქედი საქართველოში, შიდა ქართლის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, იწყება კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ ზეკარასთან და მთავრდება დასავლეთით მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. სიგრძე 85 კმ. სიმაღლე 3007 მ-მდე. აღმოსავლეთ ნაწილში აგებულია იურული ფიქლებითა და პორფირიტული წყებებით, დასავლეთით — ცარცული კირქვებით. რაჭის ქედზეა მწვერვალები: მაჩხარახოხი, სირხლებერთა (ლებეურის მთა), დაღვერილა, ხიხათა, ველტყევი, საწალიკე, ნაქერალა, თავშავა და სხვა; უღელტეხილები: ლეთა, ერწო, ხიხათა, ნაქერალა და სხვა. სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი — დამრეცი, სადაც მდებარეობს შაორის ქვაბული.
შაორის ქვაბული კარსტული ღრმულია, რომელიც წყალსაცავადაა გამოყენებული. ქედის დასავლეთ ნაწილისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმების სიუხვე. რაჭის ქედის კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ჩრდილოეთ კალთაზე წიფლნარ-მუქწიწვიანებიც არის, აღმოსავლეთ ნაწილის თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 314.
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რაჭის ქედი“ ვიკისაწყობში.