ლელააშხა
ლელააშხა | |
---|---|
კოორდინატები: 42°43′36″ ჩ. გ. 43°06′04″ ა. გ. / 42.72667° ჩ. გ. 43.10111° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3152 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
ლელააშხა — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, მდინარეების ლაჯანურისა (რიონის მარჯვენა შენაკადი) და ღობიშურის (ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 3152 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური მდელოებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 165.