შინაარსზე გადასვლა

გუდამაყრის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუდამაყრის ქედი
კოორდინატები: 42°23′41″ ჩ. გ. 44°49′55″ ა. გ. / 42.394944° ჩ. გ. 44.832083° ა. გ. / 42.394944; 44.832083
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ჩრდილოეთი ჭაუხი
სიმაღლე 3842,5 
სიგრძე 40 კმ
ამგებელი ქანები თიხაფიქალი, ქვიშაქვა, ფლიში, კირქვა
გუდამაყრის ქედი — საქართველო
გუდამაყრის ქედი
გუდამაყრის ქედი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გუდამაყრის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

გუდამაყრის ქედიქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ შტოქედს. მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალი ჩრდილოეთ ჭაუხთან (3842,5) და გრძელდება დაბა ჟინვალამდე. მდინარეების მთიულეთ-გუდამაყრის არაგვისა და ფშავ-ხევსურეთის არაგვის წყალგამყოფი. სიგრძე დაახლოებით 40 კმ. გუდამაყრის ქედზეა მწვერვალები: სამხრეთი ჭაუხი (3688 მ), აღმოსავლეთი ჭაუხი (3644 მ), საჩალისმთა (2910 მ), ლაღისმთა (2601), ლუთხუბი (2787 მ), საფსიტისწვერი (2278 მ), სახარონისმთა (2345 მ), ხმალი (2141 მ) და უღელტეხილები: ფხიტური (2653 მ), უკანტბა (2334 მ) და სხვა.

ქედის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუა ნაწილი - ზედაიურული კარბონატული ფლიშით, სამხრეთი - ცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. გუდამაყრის ქედის თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია, კალთებზე - შერეული ფოთლოვანი ტყეები (მუხა, რცხილა, წიფელი და სხვა).