უყერიჩო
იერსახე
უყერიჩო | |
---|---|
კოორდინატები: 42°32′35″ ჩ. გ. 45°26′41″ ა. გ. / 42.5431694° ჩ. გ. 45.4449306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ჩეჩნეთი |
სიმაღლე | 3042 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
აკავშირებს | პირიქითა ალაზნის ხეობას ქერიღოს ხეობასთან |
ამგებელი ქანები | ლიასის თიხაფიქალი |
ფლორა | ალპური ბალახეული |
უყერიჩო — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ჩეჩნეთი) საზღვარზე, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3042 მ. აგებულია ლიასის თიხაფიქლებით. უყერიჩოს მიდამო შემოსილია ალპური ბალახეულით. უღელტეხილი მდინარე პირიქითა ალაზნის ხეობას აკავშირებს ქერიღოს ხეობასთან (ქისტეთი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 194.