მაილის მყინვარი
![]() | |
კოორდინატები: 42°43′30″ ჩ. გ. 44°28′40″ ა. გ. / 42.72500° ჩ. გ. 44.47778° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთი ოსეთი |
ქედი | ხოხის ქედი |
ფართობი | 7 კმ² |
სიგრძე | 6,4 კმ |
ტიპი | ხეობური |
მაილის მყინვარი (რუს. Майли) — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოსა და რუსეთში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდით ხოხის ქედის ჩრდილო კალთაზე. გაწოლილია მდინარე გიზელდონის მარჯვენა შენაკადის — გენალდონის სათავეებში. ციცაბოდ ეშვება მყინვარწვერის ფირნული ველიდან. მაილის მყინვარის სიგრძეა 6,4 კმ, ფართობი დაახლოებით 7 კმ².[1] შუა დინებაში ქმნის მძლავრ ყინულვარდნილს.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Кавказ (ледниковая система) ледники и снежники
- ↑ მყინვარული კატასტროფა ოსეთში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-16. ციტირების თარიღი: 2013-02-18.
|